„იქნებ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ყველა რეგულაციაზე, რაც ბიზნესს ხარჯებს უზრდის“

„იქნებ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ყველა რეგულაციაზე, რაც ბიზნესს ხარჯებს უზრდის“

access_time2020-11-27 15:30:09

„გვქონდა საშუალება, რომ მოვმზადებულიყავით ამ მძიმე პერიოდისთვის. პირველი დამნაშავე აქ ჯანდაცვის სამინისტროა, ის უნდა ყოფილიყო მზად, - ამის შესახებ კომერსანტს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ესაუბრა.


შეღავათები, კომუნიკაციის ნაკლებობა, კადრების შენარჩუნებაში ხელშეწყობა - რას სთხოვს ბიზნესი სახელმწიფოს და როგორ შეძლებს ეპიდსიტუაციასთან გამკლავებას კერძო სექტორი?  „კომერსანტი“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების პოზიციით დაინტერესდა კითხვაზე - რომელია ის პირველი და აუცილებელი 3 ნაბიჯი, რაც ახლა მთავრობამ უნდა გადადგას მეორე ტალღის უმძიმესი ფინანსური შედეგების თავიდან ასარიდებლად?


ივცა ჭყონიას თქმით, ამ სექტორისთვის მძიმე პერიოდის შემსუბუქების მთავარი გზებია ხელფასებზე ნულოვანი დაბეგვრა, რეგულაციების შეთანხმება ბიზნესთან და იმპორტიორი კომპანიებისთვის დღგს გაუქმება იმპორტისას.


„პირველი - 750 ლარამდე ხელფასებზე იყო ნულოვანი დაბეგვრა, 1500 ლარზე იყო 50%-იანი შეღავათი, პირველ რიგში ეს მაინც უნდა გაკეთდეს.

მეორე - იმპორტიორი კომპანიებისთვის დღგ-ს დაბეგვრა არ უნდა მოხდეს იმპორტისას და უნდა მოხდეს რეალიზაციის მიხედვით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია დავაყენოთ.

მესამე - ნებისმიერი რეგულაცია,რაც უნდა შემოვიდეს უნდა იქნას შეთანხმებული სექტორალურ ბიზნესასოციაციებთან.  თუნდაც DCFTA -ს რეგულაციებთან მორგება იგივეა, ადამიანი რეანიმაციაში იყოს და ქორწილს, ახალ წელს ან დაბადების დღეს გეგმავდეს. დამატებით რეგულაციას კი ვერ მოვეგებით, როცა ბიზნესები გადარჩენაზე ვმუშაობთ.

როგორც მსოფლიო  ორგანიზაციამ გვირჩია, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. ზაფხულის პერიოდი რომ გამოგვეყენებინა, მომზადებული შევხვდებოდით ამ რთულ პერიოდს, რა რთულ პერიოდშიც ახლა ამოვყავით თავი, ჩვენ დავაგვიანეთ,“ - განმარტავს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.


 

ივა ჭყონიასგან განსხვავებით, „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, კონკრეტული შეღავათები  მხოლოდ დროებითია და არაეფექტური, დღეს კი ბიზნესს შორსმიმავალი ნაბიჯები სჭირდება.  


„ფუნდამენტური საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ასე მარტივად არ არის. ახლა გადარჩენაა ნომერ პირველი პრიორიტეტი და შემდეგ განვითარება/აღდგენა. თუმცა  ერთჯერადმა აქციებმა არ მგონია, რომ რამე შედეგი გამოიღოს.  მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება შეღავათებმა რაღაც მოაგვაროს, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური საკითხი.

დავიწყოთ იმით,რომ აუცილებელია ზოგადად რეგულატურული გარემოს გამარტივება,  ყველა იმ რეგულაციებზე უარის თქმა,რომელიც ფინანსურ ხარჯებს იწვევს. ან ამ ყველაფრის რაღაც დროით გადავადება. იქნებ ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ნებისმიერ ცვლილებაზე,რომელიც პირდაპირ ხარჯთან ასოცირდება ბიზნესის მხრიდან.


პრაქტიკულად, ეკონომიკის 6% დაიკარგა, ამის უკან დგას კიდევ ბევრი ადამიანი,სამუშაო ადგილი, ოჯახების სოციალური მდგომარეობა.

 

 მეორე და აუცილებელია,  საინვესტიციო კლიმატის მიმართ სხვა მიდგომა,რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ,სოციალურ საკითხებს მოიცავს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ინვესტორი საქართველოში შემოვიდეს, სანდო სასამართლოსთან ერთად. როგორი წარმოდგენა ექნებათ პოტენციურ ინვესტორებს, მეტწილად განსაზღვრავს მათ გადაწყვეტილებას, ჩადონ თუ არა ფული საქართველოში. ეს იმას ნიშნავს რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო, როგორც ბიზნესთან, ისე პოტენციურ ინვესტორებთან.


ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის სტიმულირების პაკეტი, გადავადების თუ დახმარების, არის მოკლევადიანი.   რეალურად, მთლიანად არის შესაცვლელი ბევრი საკითხი,  მმაართველობის სისტემით დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული. ამას სჭირდება აზროვნების, მენტალობის ცვლილება, რაც ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა თაობას მოაქვს და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება,“- განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up