„იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელი, ხოლო ბიუჯეტისთვის კარგი ინვესტიციაა“ - არსი

„იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელი, ხოლო ბიუჯეტისთვის კარგი ინვესტიციაა“ - არსი

access_time2020-12-22 11:00:51

მიმდინარე წლის ზაფხულიდან მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტის ფარგლებში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი აამუშავა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში მსესხებლებს სესხის 4%-ს დაუსუბსიდირებს. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ ამ პერიოდში 6 317 სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა, თუმცა გაგრძელდება თუ არა აღნიშნული პროექტი შემდეგ წელს უცნობია.

 

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელია.

 

„უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, რომლის გარეშე თვითონ სექტორს ალბათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა. ანტიკრიზისული გეგმის ამ ნაწილმა ფაქტიურად სექტორი გადაარჩინა. მართალია რეალიზაციის კუთხით შემცირება საკმაოდ დიდია, თუმცა ბოლომდე რომ არ ჩამოიშალა სექტორი ამის დამსახურებაა. არამარტო ჩვენ, მოსახლეობას მიეცა საშუალება შეეძინათ ბინები დაბალ პროცენტში რაც მანამდე არ იყო.


 

ეს პროექტი მომავალში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მიმდინარეობს მთავრობაში ამ საკითხის განხილვა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყდება. მთავრობის მხრიდანაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, ეს არის ფინანსურად კარგი ინვესტიცია, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ბიუჯეტისთვის ინვესტიციაა ანუ თანხას აბანდებს იმისთვის, რომ უფრო მეტი შეოუვიდეს.  ბიუჯეტი ამ სუბსიდირებით ფულს სწორად ხარჯავს, ამიტომ მსგავსი პროექტის გაგრძელება აუცილებელია“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up