იპოთეკური სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა

იპოთეკური სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა

person access_time2016-04-06 17:00:03

იპოთეკური  სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა, თუმცა აშშ დოლარით დენომინირებულზე. ლარში განხილვადია  – ასეთია ბანკის ოფიციალური პასუხი, რაც ნაკლებადხელმისაწვდომობას ან ნაკლებად მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა BPI.ge წერს და აღნიშნავს, რომ წამყვანი ბანკების პირობები  თითქმის იდენტურია.  გამონაკლისია „ბაზისბანკი“, რომელმაც ახლახანს იპოთეკურ სესხზე OFFSET -ის შეთავაზებაზე განაცხადა, რაც 80%-ის  ანგარიშზე განთავსებისას  საბაზრო  განაკვეთის 5-ჯერ შემცირებას გულისხმობს. არასტანდარტული შეთავაზება აქვს 9%-მდე  განაკვეთით,  მხოლოდ პარტნიორ  დეველოპერებთან კობრენდული.


ყველაზე იაფი რესურსი ბანკებს ევროს სესხზე აქვთ და პრიორიტეტულად  ამ ვალუტას სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა ევროში გაცემული სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში უმნიშვნელოა.


ამ დროისთვის ძირითადად გაიცემა  სტანდარტული (აშშ დოლარში);  LIBOR-ზე (საერთაშორისო ინდექსი)  და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ცვლადი განაკვეთით.


უმსხვილესი აქტივების TOP-5-დან  ქართუ გამონაკლისია, რომელიც საცალო სესხებს საერთოდ არ გასცემს.

 



„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცვლეობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცვლეობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ
access_time2020-05-28 17:15:45
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა...

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება
access_time2020-05-28 18:15:42
კორონავირუსმა ქუთაისის აეროპორტის გაფართოება შეაფერხა. პირველად გეგმასთან შედარებით, ისედაც დაგვიანებით მიმდინარე პროექტის დასრულება, მინიმუმ რამდენიმე თვით გადაიწია. სამშენებლო ტენდერების ნაწილი შეჩერდა, ნაწილი გაჭიანურდა. არადა მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი არ შეზღუდულა, წესით მშენებლობის დაჩქარებაც იყო შესაძლებელი. რა გაკეთდა ქუთაისის აეროპორტის...


მსგავსი სიახლეები

up