გაზაფხული ახალი ბინის შესაძენად საუკეთესო პერიოდია, მაგრამ თუ ამ საქმეში ფინანსური მხარე გიქმნით პრობლემას და არ გაქვთ დრო ბანკში მისასვლელად, რომ დეტალურად გაარკვიოთ იპოთეკური სესხის აღებასთან დაკავშირებული საკითხები, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა Area.ge-ზე შესაძლებელია იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა. არეა პლატფორმაა, რომელიც ბინის ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლში გიწევთ მეგზურობას და ახლა გაძლევთ საშუალებას, მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ.
როგორ მოვითხოვოთ იპოთეკური სესხი დისტანციურად ბინის შესაძენად?
ბინის ყიდვა Area.ge-ს მეშვეობით დისტანციურადაც შესაძლებელია. უძრავი ქონების ხსენებულ პლატფორმაზე განცხადებები მრავლადაა წარმოდგენილი. არეა მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციას, როგორც ახალაშენებული, ასევე მეორეული და მშენებარე ბინების შესახებ. ფასის, უბნის, ფართის თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით, განცხადებების გაფილტვრის შესაძლებლობა მაძიებელს უმარტივებს მის მოთხოვნებზე მორგებული ქონების ძებნას.
პლატფორმაზე განთავსებულია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანიის პროექტი დეტალური ინფორმაციით და ყველა გასაყიდი ბინით, რომელსაც თან ახლავს სრულყოფილი აღწერა. ეს კი იძლევა საშუალებას, სწორედ აქ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ბინა.
ბინის შერჩევის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ. არეა სთავაზობს მომხმარებელს კონკრეტული უძრავი ქონებისთვის იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობას. განცხადებაში ჩაშენებული ფუნქციონალი „მოითხოვე სესხი“ მაძიებელს აწვდის ყველა იმ საბაზისო ინფორმაციას, რამაც შეიძლება დააინტერესოს ის. მაგალითად, ინფორმაცია თანამონაწილეობის, განრიგის, პროცენტისა და ყოველთვიური გადასახადის შესახებ.
თუ მითითებული პირობები მისაღებია, შემდეგ უნდა გადახვიდეთ მეორე ეტაპზე. შეავსოთ პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და ელ-ფოსტა. სულ ესაა, მარტივი ფორმის ყველა ველში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით დასრულებულია პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
რა დრო სჭირდება იპოთეკური სესხის დამტკიცებას?
სესხის მოთხოვნის გაგზავნიდან ორ-სამ სამუშაო დღეში საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალების შესათანხმებლად და ყველა შემდგომ პროცედურას უკვე მასთან ერთად გაივლით. საერთო ჯამში 4-5 სამუშაო დღე საკმარისია იპოთეკური სესხის დამტკიცებისა და აღებისათვის.
შეცვალეთ ძველი ახლით, ისიამოვნეთ ახალი სახლით და დაფარეთ თანხა ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.
®