იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის

access_time2020-07-06 10:00:31

საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ ერთი თვის წინ განაცხადა.


ახალი ინიციატივა სამშენებლო და საბანკო სექტორმა დადებითად შეაფასა. ივნისის შუა რიცხვებიდან ბანკებმა უკვე დაიწყეს მოსახლეობისთვის სუბსიდირებული იპოთეკური სესხების შეთავაზება. თუმცა, ეკონომისტების ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება.


საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. მისი განცხადებით, ბიუჯეტში შეტანილი იმ მოსახლეობის ფულით, რომლებსაც კრიზისში ისედაც გაუჭირდათ, სესხებს უფინანსებენ შეძლებულ ხალხს, რომელიც უძრავი ქონების ყიდვას აპირებს.


„სუბსიდირების პროცესს არანაირად არ მივესალმები. მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირება დააანონსა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების სუბსიდირება იმით ახსნა, რომ სამშენებლო სექტორის სტიმულირებაა საჭირო, რადგან ყველაზე დიდი დღგ-ს გადამხდელია და როგორც საქსტატი გვეუბნება ეკონომიკური ვარდნა დღგ-ს ძალიან მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული. შესაბამისად ცდილობენ სამშენებლო სტიმულები ერთმანეთთან დააკავშირონ რათა მან სხვა სექტორები აამუშავოს, მაგრამ ეს არარეალისტურია, რადგან აღნიშნული სექტორი ქვეყნის ხერხემალი არ არის, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკა ამოქაჩოს. გარდა ამისა, ასეთი სტიმულები სიგნალს აძლევს ბაზარს, დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ, რაც ძირეულად არასწორია, რადგან თუ უნდათ რომ გაყიდონ, ამისთვის ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ, რათა საბრუნავი  ფული ჰქონდეთ. ახლა კი არარეალური რამ ხდება, ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, პროდუქტიც მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერში ხელი შეუწყონ, რაც ალოგიკურია. ბაზარმა ფასი თავად უნდა დაარეგულიროს და ამის სუბსიდირება არ შეიძლება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა, გამოდის რომ სახელმწიფო ბანკებს ფულს ჩუქნის, იმ 70 მლნ. ლარს, როცა  შეიძლება სებ-ის დახმარებით სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები გამოვიყენოთ და ეს თანხა ბანკებს ვასესხოთ, იმისათვის რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება, ანუ ბიუჯეტში შეტანილი იმ მოსახლეობის ფულით, რომლებსაც  ამ კრიზისში ისედაც გაუჭირდათ, უნდა დავეხმაროთ შეძლებულ ხალხს, რომელიც უძრავი ქონების ყიდვას აპირებს და მათ სესხები დავუფინანსოთ“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.



სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.


„სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია, ამიტომ მთავრობისთვის მისი სტიმულირება პრიორიტეტული იყო. ამ სექტორის პირდაპირი წილი ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა მასზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული ადამიანი, მათ შორის თვითდასაქმებულებიც, რაც, საბოლოოდ, უდიდეს კლასტერს ქმნის ქართულ ეკონომიკაში. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია საქართველოს ეკონომიკაში. სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა. ამის მკაფიო მაგალითია 2008 წლის იპოთეკური კრიზისი, როდესაც აგვისტოს ომის გამო, სამშენებლო სექტორის დროული დახმარება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის კრიზისის შემდეგაც ბიუჯეტიდან მოხდა დახმარება, თუმცა, არსებობს პროექტები და მშენებლობები, რომლებიც მაშინ დაიწყო და დღემდე დაუმთავრებელია. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ კრიზისი უფრო ღრმად განვითარდა“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.


აღსანიშნავია, რომ მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდება 5%-ს და განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი ასცდება 5%-ს. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ს შეადგენს.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up