იპოთეკური სესხების სუბსიდირება, 40%-მდე შემცირებული გაყიდვები და კლიენტების გადახდისუუნარობა - დეველოპერული სექტორი 2020 წელს აჯამებს

იპოთეკური სესხების სუბსიდირება, 40%-მდე შემცირებული გაყიდვები და კლიენტების გადახდისუუნარობა - დეველოპერული სექტორი 2020 წელს აჯამებს

access_time2020-12-28 10:00:13

დეველოპერული სექტორი 2020 წლის ერთადერთ დადებით ფაქტორად იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას მიიჩნევს, რომელმაც მათ უმრავლესობას წლის გადაგორების საშუალება მისცა. იპოთეკის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო სუბსიდირებას უკეთებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 1 იანვრამდე მიმართავს. პროგრამის ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, კონკრეტულ სამშენებლო კომპანიებს კი ვადის გახანგრძლივება სურთ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული მექანიზმი სექტორს დაეხმარა, ხოლო მისი გაგრძელების შემთხვევაში როგორც ისინი ისე თავად სახელწიფო მოგებაშია, რადგან ამ სექტორის დაფინანსება კარგი ინვესტიციაა.

 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე, 2020 წლის გამოწვევებზე და მომავალი წლის მოლოდინებზე „კომერსანტთან“ დეველოპერულის სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 

სამშენებლო კომპანია „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია „კომერსანტთან“ წლის განმავლობაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კლიენტების გადახდისუუნარობა იყო, რადგან კრიზისის დროს მათ ძალიან გაუჭირდათ თანხების მობილიზება.


„2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის, არამედ ყველა სხვა ბიზნესისთვის. თუმცა გამოვყოფ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამამ ბევრ სამშენებლო კომპანიას ამ კრიზისის გადაგორების საშუალება მისცა. ჩვენ ამ პროგრამაში განსაზღვრული მოცულობის გამო ვერ მოვხვდით, რადგან ამ ფასის ბინები არ გვქონდა, უფრო პრემიუმ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული. თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი ძალიან ბევრმა ისარგებლა და სურვილი აქვთ რომ მომავალშიც გააგრძელონ. ჩვენ ამ შემთხვევაში ბანკით ჩავანაცვლეთ და იქედან მოზიდული რესურსით შევეცადეთ რომ ცოტა ამოგვესუნთქა. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ კლიენტს გადახდის ნაწილში ჰქონდა პრობლემა, ამიტომ მოგვიწია პორტფელების გადალაგება და ყველასთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობა. რაც შეეხება ფასებს, შემცირების სტრატეგიისთვის არ მიგვიმართავს და ისევ ისე დავტოვეთ.


მომავალი წლის მთავარი მოლოდინი პანდემიის რაც შეიძლება მალე დასრულებაა. ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, შემდეგ უძრავ ქონებაზე ძალიან მზარდი მოთხოვნა იქნება, მანამდე კი ჩვეულ რიტმში დაბრუნების მოლოდინი არც გვაქვს“, - აცხადებს ალექსანდრე კორძახია.

 

კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ სექტორის ბრუნვა და გაყიდვები მიმდინარე წელს 30-40%-ით შემცირდა, თუმცა სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნა. მისი თქმით, მომავალი წელი დიდწილად მთავრობის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზეა დამოკიდებული.


 

„მოულოდნელად რთული წელი იყო, არის ხოლმე კრიზისები რომლებიც წინასწარ ჩანს და შეიძლება პროგნოზირების გაკეთება, მაგრამ ეს იყო ახალი კრიზისი ეკონომიკისთვის. აპრილში განულდა გაყიდვები და არც ჩანდა სწრაფად აღდგენის პერსპექტივა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებამ რომელიც სწრაფად და სწორად მიიღეს, დადებითი მოლოდინები გააჩინა. თუ შევხედავთ რეალიზების სტატისტიკას, აპრილის შემდეგს სულ ზრდა გვაქვს, ერთადერთი მცირედი შემცირება ნოემბრის თვეში იყო, თუმცა ზოგადად ეს პერიოდი არ ითვლება კარგ თვედ, დეკემბერშიც კარგი მაჩვენებლებია.

 

ზოგადად ჩვენი სექტორის ბრუნვა და გაყიდვებიც 30-40%-ით შემცირდა, მაგრამ სტაბილურობა შეინარჩუნა. ვფიქრობ ნორმალური მაჩვენებლებით ვასრულებთ წელს. მომავალი წელი კი უკვე დიდწილად მთავრობის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზეა დამოკიდებული, ამიტომ მათ ადგილას აუცილებლად გავაგრძელებდი ამ პროგრამას და უფრო გავზრდიდი ლიმიტს, ასევე ემიგრანტებისთვის დამატებით შეღავათებს დავაწესებდი, რადგან უცხოთიდან თანხის შემოსვლა ჩვენი ეკონომიკისთვის ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანსია.

 

ანტიკრიზისული გეგმის ამ ნაწილმა ფაქტიურად სექტორი გადაარჩინა. მართალია რეალიზაციის კუთხით შემცირება საკმაოდ დიდია, თუმცა ბოლომდე რომ არ ჩამოიშალა სექტორი ამის დამსახურებაა. არამარტო ჩვენ, მოსახლეობას მიეცა საშუალება შეეძინათ ბინები დაბალ პროცენტში რაც მანამდე არ იყო. ეს პროექტი მომავალში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მიმდინარეობს მთავრობაში ამ საკითხის განხილვა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყდება. მთავრობის მხრიდანაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, ეს არის ფინანსურად კარგი ინვესტიცია, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ბიუჯეტისთვის ინვესტიციაა ანუ თანხას აბანდებს იმისთვის, რომ უფრო მეტი შეუვიდეს.  ბიუჯეტი ამ სუბსიდირებით ფულს სწორად ხარჯავს, ამიტომ მსგავსი პროექტის გაგრძელება აუცილებელია“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

 

„რედკოს“ გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება. მისი თქმით, ეკონომიკა მაქსიმალურად უნდა გაიხსნას და შეზღუდვები არა 2-3 თვიანი, არამედ მცირე დროით უნდა დაწესდეს.


„2020 წელი ურთულესი იყო, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ტურიზმის სექტორის გაჩერებამ გამოიწვია, ის რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ბინების გაქირავებით ინახავდნენ ოჯახებს და იხდიდნენ გადასახადებს, ფაქტიურად გაუნულდათ შემოსავალი. ჩვენ თუ ავიღებთ „რედკოს“ გუდაურის პროექტს მისი შენახვა ზამთრის სეზონზე ძალიან ძვირი ჯდება, დაახლოებით 350 ათასი.


თუმცა მიუხედავად 2020 წლის ასეთი რთული კრიზისული პერიოდისა, ჩვენი არცერთი დაწყებული პროექტი არ გაგვიჩერებია, შეუფერხებლად მიმდინარეობდა. 2021 წლის გეგმებს რაც შეეხება წინასწარ გათვლა რთულია, რადგან დამოკიდებული იქნება პანდემიაზე და არსებულ შეზღუდვებზე. ეს ყველაფერი თუ სწრაფად არ დამთავრდება, ბევრი ბიზნესი ვეღარ შეძლებს აღდგენას. ამიტომ ეკონომიკა მაქსიმალურად უნდა გაიხსნას და შეზღუდვები არა 2-3 თვიანი, არამედ მცირე დროით უნდა დაწესდეს.


რაც შეეხება სუბსიდირებას, მან თავისი რესურსი ვფიქრობ უკვე ამოწურა და დღეს უკვე მხოლოდ 4%-ით კლიენტის დაინტერესება ძალიან ძნელია, ამიტომ ამის ნაცვლად სასურველია ბიზნესთან მიმართებაში ხელშესახები საგადასახადო შეღავათები დაწესდეს“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up