საქართველოს მთავრობა "იპოთეკური სესხების სუბსიდირების" პროგრამის ფარგლებში 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პაკეტიდან გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, სახელმწიფო სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს და თანადაფინანსების მოცულობა 4% იქნება.
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს.
გარდა ამისა, იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.