იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ სათანადო შედეგი ჯერ კიდევ ვერ გამოიღო

იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ სათანადო შედეგი ჯერ კიდევ ვერ გამოიღო

access_time2020-08-20 14:00:31

იპოეთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვანი ბიძგი ვერ მისცა, თუმცა მნიშვენელოვანია თანხა, რომელსაც ბიუჯეტი სხვისი სახლების შეძენაზე ხარჯავს. სფეროს სპეციალისტების მიიჩნევენ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ, ბაზარზე არსებული მძიმე ვითარება, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია, მეტ-ნაკლებად შეამსუბუქა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 

იპოთეკური სესხების სუბსიდირება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. სესხების დასუბსიდირება, კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო მოხდა. თუმცა გასარკვევია, სუბსიდიამ ბაზარი წაახალისა თუ არა.

 

სამშენებლო ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, 2020-ში ცუდი ვითარებაა.

 

იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გარკვეული დადებითი შედეგები ჰქონდა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო. წინა წელთან შედარებით, წელს უარესი მდგომარეობაა. მაგრამ, 2008 წლის კრიზისთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა. იპოთეკურის სესხები სუბსიდირებამ მოახდინა ის, რომ ბაზარი არ ჩამოიშალა.

 

პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა მგონია, რომ მოგვარება. კრიზისი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში მსყიდველუნარიან მოსახლეობაზე, რადგან ყველას პრობლემა შეექმნა. მყიდველები ძირითადად არიან საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელები, მათაც პრობლემები შეექმნათ და ეს ყველაფერი ჯაჭვში.


 

საერთოდ, ზაფხულის პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა ბინების ყიდვის მხრივ, აქტიური არ არის. უფრო შემოდგომიდან. ზაფხულში უფრო აქტიური არიან უცხოეთის მოქალაქეები, რუსეთი, უკრაინა და ა.შ. ახლა კი, ისინი საქართველოში ვერ შემოდიან, რის გამოც აქტივობა ნაკლებია, - განაცხადა რეზონანსთან ირაკლი როსტომაშვილმა.

 

პრემიერი ინიციატივას, სამშენებლო სექტორის გარდა, თითქმის ყველა პროფესიული წრე აპროტესტებდა. სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდეს ხელისუფლება ბიუჯეტში გადასახადი გადამხდელების ფულს იპოთეკურ სესხებში მაშინ, როცა ეს საკმაოდ მაღაშემოსავლიანი სეგმენტია და სოციალური პაკეტი არ ესაჭიროება.

 

აიჯიესი ჯგუფის ხელმძღვანელის, შოთა გუჯაბიძის განცახდებით, კორონავირუსის გარდა, ბაზრის უკუსვლაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს.

 

კორონავირუსს, რომ თავი დავანებოთ, ბაზარზე პანდემიამდე და შემდეგაც, უამრავი სხვა ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორი არის სეზონური სხვაობით გამოწვეული ფასთაშორისი ცვლილება. ის, რომ ახლა ზაფხულის პერიოდია და ბაზარი მკვდარია, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას. ის ფაქტი, რომ არჩევნების მოლოდინში ვართ, აისახება ამ ყველაფერზე. ასევე საბანკო რეგულაციები. ანუ, ეს მონოფუნქციური არ არის, რომ ერთ პარამეტრთან მიმართებაში დავაკვირდეთ ბაზრის ცვლილებას. ეს ყველაფერი კომპლექსურად განსახილველია და ყველა პარამეტრიც მძიმეა.

 

სესხების სუბსიდირება მეტ-ნაკლებად სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ უფრო სტრატეგიულად გაწერილი ნაბიჯები უნდა მოყოლოდა. ეს იყო მხოლოდ ერთი საბაზო ნაბიჯი, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სხვადასხვა ქმედებებით. როგორც ვთქვი, იპოთეკური ბაზრის სუბსიდირება მეტ-ნაკლებად სწორი იყო, რადგან ამ ბაზარზე მხოლოდ უძრავი ქონება არ არის მიბმული. ბაზარზე მიბმულია 600-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ქვესფერო, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულია, როგორიცაა სარემონტო მასალები, ავეჯის, ტექნიკის და კიდევ მრავარი მიმართულებები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სუბსიდირება არ იყო იმ მასშტაბის, რომ ვისაც ბინის შეძენა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ამ პირობებით სწრაფად შეეძინა. ანუ, ეს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას არ ცვლის. ეს მხოლოდ სტაბიულურობას მატებდა არსებულ მდგომარეობას.

 

მისივე თქმით, ბაზარი ამჟამად ძალიან დიდი რეგრესს განიცდის. ფასები დაახლოებით, 40-50%-ითაა დაწეული.

 

სეზონური სხვაობა, საბანკო რეგულაციები, არჩევნები მოლოდინი, ეს ყველაფერი რეგრესის ფაზაში ამყოფებს ბაზარს. კომპანიები იძულებულები არიან, რომ უფრო მეტი დათმობები გააკეთონ, რომ კიდევ უფრო მეტი ზარალი აიცილონ თავიდან. გაყიდვები არის ბაზარზე მაგრამ, ეს ხდება წაგების ხარჯზე. წაგება შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მაგრამ, ზოგადად არსებობს ე.წ. დაგეგმილი და პროგნოზირებადი მოგება, რომელიც ახლა მნიშნველოვნად, ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლით შეუმცირდათ კომპანიებს. ფასები დაახლოებით, 40-50%-ითაა დაწეული. ძალიან დიდ რეგრესი გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სუბსიდირება არ იყო საკმარისი. მთავრობის მხრიდან უნდა იყოს გრძელვადიანი ეკონომიკურ სტრატეგიაზე გათვლილი ნაბიჯები.

 

პოლიტიკურ გარემოზე ვართ ძალიან მიბმულები, რომელსაც კორონავირუსის პანდემია ემატება. საერთოდ, აღმასვლა ძალიან მოკლეხნიანი არის ხოლმე. ზაფხულში გვაქვს სეზონური სხვაობით გამოწვეული პატარა ვარდნა. ასევე, ახალ წელს გვაქვს პატარა შესვენება. ამიტომ, ზაფხულიდან-ზამთრამდე ეს აღმასვლა ძალიან მცირეა. ხოლო, ზამთრიდან-გაზაფხულის ბოლომდე არის ხოლმე დიდი ზრდა. ამიტომ, ახლა ზაფხულიდან-ახალ წლამდე დიდ აღმასვლას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ, ზრდას უნდა ველოდოთ სადღაც, თებერვლიდან, - თქვა რეზონანსთან შოთა გუჯაბიძემ.


resonancedaily.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up