„იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციის შერბილებამ  ერთ თვეში დადებითი დინამიკა აჩვენა“ - თორნიკე აბულაძე

„იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციის შერბილებამ ერთ თვეში დადებითი დინამიკა აჩვენა“ - თორნიკე აბულაძე

access_time2019-08-01 10:00:51

„ბევრად მეტი ადამიანი ყიდულობს  დღეს  ბინებს,  ვიდრე ყიდულობდა რეგულაციების პერიოდში. იპოთეკურ ნაწილში რეგულაციის შერბილების შემდეგ ცხადია დადებითი დინამიკა აღინიშნება“ - ასე აფასებს „მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე იპოთეკური სესხის გაცემასთან დაკაშირებით საბანკო რეგულაციების შერბილებიდან დაახლოებით ერთ თვეში უძრავი ქონების შესყიდვების დინამიკას ქვეყანაში.


როგორც ცნობილია,  ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.


როგორც თორნიკე აბულაძემ აღნიშნა, სამშენებლო სექტორში რეგულაციების დაწესებით ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული შეცდომა ამ ეტაპზე გამოსწორების პირასაა, თუმცა, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები სრულად დადებითი შედეგის დანახვის საშუალებას არ იძლევა.


„აღდგენილია თუ არა პირვანდელი მაჩვენებლები სრულად,  ამისგან შორს ვართ, თუმცა ეროვნული ბანკის შეცდომის  ამგვარმა  გამოსწორებამ უკეთესი შედეგი გამოიღო.



აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პროცესებმა,  რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, თუნდაც ლარის გაუფასურებამ,  შეიძლება შეანელოს ეს დადებითი შედეგები, რაც იპოთეკური სესხების შერბილებას მოჰყვა და სრულად ვერ დაგვანახოს მისი შედეგი. თუმცა, ერთი კვარტალი მაინც უნდა გავიდეს, რომ ციფრობრივად შევძლოთ სურათის აღქმა.


სისულელე და მავნებლობა იყო რეგულაციის შემოტანა ჩვენს სფეროში ეროვნული ბანკის მხრიდან იმიტომ,  რომ არ შეიძლება სფეროსთან კონსულტაციის გარეშე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა შემდეგმა ნაბიჯმა ცხადია გაააუმჯობესა სიტუაცია. რუსული გამოთქმა იყო ერთი - „საბჭოთა კავშირი ქმნის პრობლემას და მერე მათ გმირულად წყვეტს“ , ზუსტად ასე გამოუვიდა ეროვნულ ბანკსაც რეგულაციებთან მიმართებაში.“ - განაცხადა თორნიკე აბულაძემ


შეგახსენებთ, 20118 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, იპოთეკური სესხების ნაწილში შედარებით შერბილდა. 


მარიამ მორგოშია





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up