იპოთეკური სესხების მოცულობა 34%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

იპოთეკური სესხების მოცულობა 34%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-05-20 18:30:34

1-17 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ მოიმატა 2021 წელთან შედარებით და 34%-ს გაუტოლდა. აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ახალ მიმოხილვაში.


„1-12 მაისის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 65%-ით გაიზარდა წ/წ.


1-16 მაისის პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ, თიბისი ბანკის არხებით, 12%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 2021 წელთან შედარებით 31%-ს გაუტოლდა. სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მცირედით გაიზარდა და ზრდამ 8%-ს შეადგინა წ/წ.სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და 10%-ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით (+67% წ/წ) . რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები 110%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით (+187% წ/წ).



ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა 2019 წელთან შედარებით (+107%) . გართობაზე უნაღდო დანახარჯები შემცირდა და 2019 წლის დონეს 42%-ით გადააჭარბა. ფიტნესზე უნაღდო ხარჯვის ზრდამ 84% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.


1-16 მაისის პერიოდში, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები 71%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვის ზრდა 51%-ს გაუტოლდა წ/წ. ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და 29% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.


პირად ჰიგიენაზე უნაღდო ხარჯვა 50%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 29% შეადგინა წ/წ. საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ უმნიშვნელოდ დაიკლო და 23%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით.“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up