იპოთეკური სესხების რაოდენობა გაზრდილია. არსებულ ინფორმაციას თიბისი კაპიტალი ავრცელებს. 1-22 დეკემბრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 11.4%-ით არის გაზრდილი.
6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1 პპ-ით გაიზარდა და 37.6%-ს შეადგინა.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება 2022 წელს, პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 7.4% იქნება.
გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი მომავალ წელს უცხოური ინვესტიციების 10%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო უკვე 2022 წელს ინვესტიციები 30%-ით გაიზრდება.