„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას იწყებს

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას იწყებს

access_time2020-06-25 16:33:02

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ არის საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გავრცელების გამო დეველოპერულ, სამშენებლო სექტორში წარმოშობილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევისაკენ. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.



„პროგრამა ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას სხვადასხვა კომპონენტის მეშვეობით. მისი მიზანია უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები ან/და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის გადახდის შესაძლებლობა. 



აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია ზემოხსენებულ სექტორში წარმოშობილი იმ გამოწვევების საპასუხოდ, როგორებიცაა: დეველოპერული კომპანიების შემცირებული წვდომა კაპიტალზე, წინასწარი გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, უძრავი ქონების ფასების შესაძლო შემცირება სამშენებლო პროექტის დასრულების რისკების ზრდა და ა.შ.



პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.




პროგრამის სუბსიდირების კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ბენფიციარისათვის 5 წლის მანძილზე მის იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფინანსებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისა, კერძოდ, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობაა რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.5 %-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არის 4%. სააგენტოს თანადაფინანსების წილი მცირდება რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.



პროგრამის საგარანტიო კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მხრიდან იპოთეკური კრედიტების გარანტიით უზრუნველყოფას ინდივიდუალური სესხის არაუმეტეს 20%-სა და თითოეული კომერციული ბანკის პორტფელის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის კომერციული ბანკების მიერ საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 5 წლის ვადით. ამასთან, ნებისმიერ დროს ბანკი ბენეფიციართან შეთანხმებით უფლებამოსილია გამოათავისუფლოს სახელმწიფო გარანტია და ჩაანაცვლოს სხვა უზრუნველყოფით.



მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირს პროგრამის საგარანტიო ნაწილის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე, ხოლო სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up