იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

access_time2020-07-16 18:00:33

„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.

 

მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.

 

ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანად აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამის მოკლევადიანი ეფექტი სახეზეა. მისივე განმარტებით, ერთია სესხებზე მოთხოვნა, თუმცა, მეორეა აქედან რამდენი იქნება გაცემული.

 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით ორი კვირაა ამოქმედდა, ამიტომ ძნელაძე ამ ეტაპზე ციფრებზე ვერ საუბრობს.

 


„სხვადასხვა ბანკებისგან და დეველოპერული კომპანიებისგან ველოდებით კონკრეტულად ამ სუბსიდირებაზე მორგებულ პროდუქტებსაც, რომელიც გვგონია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნული მიმართულებით გააქტიურებას. მაგალითად, ის დეველოპერები, რომლებიც ეგრეთ წოდებული თეთრი ჩარჩოთი ყიდიდნენ ბიზნებს, დღეს საუბარია იმაზე, რომ რემონტიან ბინებს გაყიდიან და ამას ფასში შეიყვანენ“, - აღნიშნავს ძნელაძე.

 

რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელაძეს უჭირს ციფრებზე საუბარი რადგან ეს გამომდინარეობს იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება ბაზარზე და იქნება თუ არა ტექნიკური პრობლემები, მათ შორის, გაძლიერებული იქნება თუ არა საკარანტინე პირობები, თუმცა, ამის გათვალისწინებით მოლოდინია, რომ სუბსიდირებული პორტფელი მინიმუმ 300 მილიონი ლარი წლის ბოლომდე გენერირდეს.

 

მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

 

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%;სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;სუბსიდირება შეეხება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ახალ აშენებული ბინის შესაძენად, ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

 

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით; გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;გარანტია ვრცელდება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაცემულ სესხზე;გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად; იგი გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ ბიუჯეტის 10%.-ს- 14 მლნ ლარი.


business-partner




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up