იპოთეკარები მთავრობისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ

იპოთეკარები მთავრობისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ

person access_time2016-04-07 16:48:55

იპოთეკარები მთავრობისგან დანაპირების შესრულებას და მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.


გუშინ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გაიმართ. როგორც თავად ამბობენ, მომზადებული აქვთ კანონპროექტი, რომელიც მათი გადმოსახედიდან სამართლიანად დაარეგულირებს იმ სიტუაციას, რომელშიც დღეს არიან. მიიღეს თუ არა პასუხი პრემიერისგან, აპირებს თუ არა და როდის  გიორგი კვირიკაშვილი შეხვდეს იპოთეკარებს. გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში აქციის ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ ისაუბრა. 


- რას ითხოვთ კონკრეტულად და რატომ აირჩიეთ აქციის ფორმა სათქმელის გადმოსაცემად? 


- გუშინ გავმართეთ აქცია და ვითხოვდით პრემიერთან შეხვედრას. მთავრობის ამდნისტრაციისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ სანამ კვირიკაშვილი შეგვხდებოდა, ერთხელ კიდევ გავივლიდით ადმინისტრაციასთან აღნიშნულ საკითხს და შემდეგ აუცილებლად შეგვხვდებოდა პრემიერი. დავთანხმდით ამ შემოთავაზებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მთავარია არსებობს მზაობა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება რეალურად დაინტერსდეს აღნიშნული საკითხით. წინა წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ძალიან კარგი კანონპროექტი, კონკრეტულად ეს ეხება 747 ბრძანებას, სადაც პოლიციის შესახებ აკნონში შევიდა ცვლილებები და ასევე გაუქმდა ის ბრძანება, რომელიც აბსოლუტურად უდიერად ეპყრობოდა მევალეებს. აქედან გამომდინარე ძალიან კარგია და მისასალმებელია მსგავსი ტიპის ნაბიჯი რომ გადაიდგა, თუმცა ამან ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰპოვა. ბანკები და კერძო საფინანსო სექტორი ცდილობდა, რომ 747 ბრძანება დარჩენილიყო, თუმცა ჩვენი და საზოგადოების აქტიურობით და ტელევიზიის მეშვეობით ხალხმა გაიმარჯვა და და კაპიტალისტები აღმოჩნდნენ დამარცხებულები. ვფიქრობ, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე არ უნდა გადაწონოს ნივთიერმა კეთილდღეობამ. 


– როდესაც თქვენ ბანკიდან იღებდით ვალს, მაშინ ეს თანხა სასიცოხლოდ გჭირდებოდათ? 


- მოგეხსენებათ თუ რატომ იღებდნენ იპოთეკის უზრუნველყოფით ადამიანები სესხებს. ძირითადად იმიტომ, რომ იჭერდნენ პირადად მას, მის ნათესავებს, უკანონოდ აპატიმრებდნენ მის საახლობლოს. აქედან გამომდინარე ხდებოდა იპოთეკით იძულებით დატვირთვა და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლი. ძალიან სწორი გამოსავალი მოიძებნა როდესაც ახლა მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე იქნება შესაძლებელი გამოსახლება. იმიტომ არის კარგი, რომ რეალურად მიეცათ ადამიანებს იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ ცოტა დრო მოიგონ იმისთვის, რომ შეძლონ აღნიშნული პრობლემის მოგვარება. 



- თუ სწორად გავიგე, თქვენ ითხოვთ შეღავათების დაწესებას არა ზოგადად ყველა იპოთეკარისთვის. არამედ მხოლოდ მათთვის, ვინც სასამართლო ფორმით ან რაიმე გზით დაამტკიცდებდა, რომ მათ ფაქტობრივად არ სჭირდებოდათ თანხა, მაგრამ ზეწოლის გავლენით მოუხდათ აღება? 


- რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ვისაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს, არ აქვს მნიშვნელობა ციხისთვის ჭირდებოდა თუ ავადმყოფისთვის თუ ბიზნესის გასაფართოებლად და შემდეგ აღმოჩნდა ფინანსურ კოლაფსში. არსებითად ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მოქალაქეზე. ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როდესაც ის გარანტად უდგება მიკროსაფინანსოებს, ბანკებს და რეალურად პრეცედენტი არის ისეთი, რომელიც ვფიქრობთ სხვა რეგიონებშიც უნდა დამკვიდრდეს. ამაში ვგულისხმობთ, რომ თუ ბინა აუქციონის გზით იქნა გაყიდული, სახელმწიფო შუამავლობს ბანკთან, რომ ისევ ის გამოსახლებული პიროვნება შესახლდეს და გრძელვადიანი სესხი კვლავ მიეცეს თავისი ბინის გამოსასყიდად. 


- თქვენ, როგორც ბანკიდან მსესხებელს არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა გეკისრებოდეთ, რომ თუ ფულს ვალად აიღებთ, ამ ფულის დაბრუნებაც უნდა შეძლოთ? 


- ესე ცალსახად არ შეიძლება აღნიშნული კითხვის განხილვა, ვინაიდან ორ სუბიექტს შორის დგება აღნიშნული სესხის გაფორმება. აქ მნიშვნელოვანია, რომ მე იძულებული ვარ ამ გარიგებაზე წავიდე, ვინაიდან და რადგანაც ასეთი საპროცენტო განაკვეთია ჩვენს ქვეყანაში. ანუ მე იძულებითი წესით ვიღებ. მე თუ ამ გარიგებაზე არ წავალ, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდები. ხშირ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები ამ რისკს სათანადოდ ვერ აფასებენ. გეთანხმებით, რომ ეს რისკი ჩვენს კისერზეა, თუმცა აუცილებელია კრედიტორმაც შეაფასოს სათანადოდ.


 - რას ითვალისწინებს თქვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი?


 - ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ მოხდეს ინდივიდუალურად საქმეების შესწავლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. შესაბამისად სახელმწიფო იყოს გარანტი ბანკებთან და მიკრო საფინანსოებთან, რომ მოგვეცეს გრძელვადიანი სესხის აღების საშუალება.

 

- რომ არა ქართული ოცნების დაპირება, რომ რაღაც ფორმით ამ პრობლემის დარეგულირება შესაძლებელი იყო, თქვენ მაინც ასე აქტიურად მოითხოვდით პრობლემის მოგვარებას? 


- აქტიურად ვითხოვდით წინა და დღევანდელი ხელისუფლების დროსაც. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ სახელმწიფომ ვერ მოაგვაროს. დაახლოებით 900 ადამიანია, რომელსაც მსგავსი ტიპის პრობლემა აქვს. 900 ადამიანიდან ზოგს არ აქვს კრიტიკული მდგომარეობა, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ინდივიდუალურად მოხდეს პრობლემის განხილვა. სახელმწიფო პოპულისტურად კი არ უნდა მიუდგეს მსგავსი ტიპის პრობლემას, არამედ რეალურად მოხდეს ყველაფრის ინდივიდუალურად შესწავლა და შემდეგ მოხდეს ასევე ინდივიდუალურად გადაწყვეტა.



საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...


მსგავსი სიახლეები

up