იპოდრომი გაიყიდა - რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი რეკრეაციულ სივრცეს

იპოდრომი გაიყიდა - რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი რეკრეაციულ სივრცეს

access_time2020-06-29 20:37:45

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე - იპოდრომი გაიყიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე წერს. დეპუტატის თქმით, ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს ,,ინვესტ კაპიტალი”)  არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ შეისყიდა.


„იპოდრომი გაიყიდა. გამყიდველი - ბიძინა ივანიშვილი (შპს ,,ინვესტ კაპიტალი”)  მყიდველი - ბიძინა ივანიშვილი (ფონდი ,,ქართუ”) ფასი - 60 მილიონი.იპოდრომის აღორძინება უნდა და ძველი კომპანია ვერ იზამდა? ფული გაათეთრა? საარჩევნოდ ფულის მობილიზება გააკეთა? ფონდ ქართუს მიწის საყიდლად ფული თვითონ მისცა, ოფშორულმა კომპანიამ, თუ სხვამ“, - წერს აბესაძე.

 

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე „კომერსანტი“ აქამდეც წერდა. თემაზე მუშაობის დროს ვნახეთ, რომ მიტოვებული იპოდრომის  ინფრასტრუქტურა — ნანგრევებად, რეკრეაციული ზონის ნაწილი კი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. რეკრეაციულ ზონაში სადაც ხშირად არასრულწლოვნებიც ერთობიან, საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად შეხვდებოდით კუსტარულად დამზადებულ მარიხუანას მოსაწევ ბოთლებს, გამოყენებულ შპრიცებს და ა.შ.


ძველ იპოდრომთან დაკავშირებით გასულ წელს ბიძინა ივანიშვილის მეგობარს, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტს თემურ ტყემალაძეს ვესაუბრეთ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტზე მუშობს. „კომერსანტის“ კითხვაზე გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომი თბილისის ცენტრალური პარკად გარდაქმნას თემურ ტყემალაძემ გვიპასუხა, რომ კონკრეტული დეტალების თქმა არ შეეძლო, თუმცა, დაზუსტებით თქვა, რომ ტერიტორიაზე ცუდი არაფერი გაკეთდებოდა.

 

„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს . იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, - აცხადებდა თემურ ტყემალაძე 2019 წლის ბოლოს.

 

მანამდე ტერიტორიას შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.



რაც შეეხება “ქართუ ფონდის” საქმიანობას, ფონდი რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს, ესენია: განათლება, კულტურა (მათ შორის სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება), ქართული სპორტის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გარემოსდაცვითი ღონისძებების განხოციელება. 2018 წლის განმავლობაში ფონდის მთლიანი ხარჯები 144 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით 63.8 მილიონით მეტი იყო. 2018 წელს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ე.წ. “ვალების განულების” პროექტი იყო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობამ ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი განახორციელა. როგორც თავდაპირველად მათი მხრიდან დაანონსდა, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა და მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებოდათ. “ქართუ ფონდის” სხვა ისეთი მასშტაბურ პროექტებსაც ახორციელბს როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადრონული თერაპიის ცენტრი, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია.

 

2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.

 

“დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

 

• Krista Investments – 48.324%;

• Sargans limited – 45.353%;

• Tarpan – 1.092%;

• Agroservice LLC – 4.243%;

• Interinvest LLC – 0.988 %.

 

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით, უტა ივანიშვილია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up