ამერიკული კორპორაცია Apple-ი მზად არის 500 მილიონამდე დოლარი გადაუხადოს iPhone-ის მფლობელებს ძველი მოდელების მუშაობის განზრახ შენელების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ედვარდ დავილმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც iPhone-ის თითოეული მოსარჩელე კომპანიისგან 25 დოლარს მიიღებს. საქმეზე მოსარჩელეებად iPhone 6, 6 Plus, 6s, 6s Plus, 7, 7 Plus და SE-ს მფლობელები გამოდიან, რომლებზეც iOS 10.2.1 ან უფრო ძველი ოპერაციული სისტემა მუშაობს.
2017 წელს კომპანიამ აღიარა, რომ iPhone-ის ზოგიერთი მოდელის მუშაობას განზრახ ანელებდა. მათივე განმარტებით, ამის მიზანი ბატარეის ფუნქციონალურობის გაზრდა იყო.
imedinews.ge