იოსელიანი: 7% ნიშნავს რომ ხალხს მობეზრდა პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება

იოსელიანი: 7% ნიშნავს რომ ხალხს მობეზრდა პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება

access_time2019-05-20 15:55:58

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობიდან, ლევან იოსელიანმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და შედეგი, რომელიც მთაწმინდის რაიონში დაიდო, გამარჯვებად შეაფასა. იოსელიანის თქმით, მისმა შედეგმა ცხადყო, რომ ხალხს უნდა ახალი სახეები პოლიტიკაში, ცვლილებები და რეალური გეგმა.


“მინდა უპირველეს ყოვლისა უდიდესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებზე მოვიდა და ჩვენ მხარი დაგვიჭირა.ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მათი პრობლემების დავიწყებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში არ ვარ. მე მთაწმინდის მოსახლეობის ნდობის გასამართლებლად გაშვიდმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და გაშვიდმაგებული ენთუზიაზმით დავეხმარები მათ, შვილების მომავლის გაუმჯობესებაში. ამომრჩეველთა ხმების 7% ნიშნავს - რომ ხალხს უნდა ახალი სახეები. მათ მობეზრდათ ერთიდაიგივე პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება. ეს 7% ნიშნავს რომ ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის და ამას ვეღარაფერი დაუდგება წინ. ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება და ეს ბრძოლა არის რეალური ცვლილებები ხალხის საკეთილდღეოდ," - თქვა იოსელიანმა.




გუშინ საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა. ალეკო ელისაშვილის სამოქალქო მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდაზე ლევან იოსელიანმა ხმების 6.55% აიღო. მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up