იოსებ არჩვაძე - საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები მიმართულია ეკონომიკური ზრდის სისტემურ და შეუქცევად წარმატებებზე

იოსებ არჩვაძე - საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები მიმართულია ეკონომიკური ზრდის სისტემურ და შეუქცევად წარმატებებზე

access_time2020-09-11 21:30:22

„საქართველოს გაუმჯობესებული რეიტინგი იმის არაპირდაპირი აღიარებაცაა, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ეფექტიანად უმკლავდება კორონოვირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა,“ - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ - გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. სულ რეიტინგმა 162 ქვეყნის მაჩვენებლები მოიცვა. 


იოსებ არჩვაძის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს 8.18 ქულით მე-8 ადგილი უკავია და ბოლო ერთ წელიწადში ერთი საფეხურითაა დაწინაურებული (2012 წლამდე ის საერთოდ, პირველი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა). მისი თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო საგრძნობლდ უსწრებს თავის ყველა სახმელეთო მეზობელს (აღნიშნული მაჩვენებლით აზერბაიჯანი 112-ე ადგილზეა, თურქეთი - 90-ე, რუსეთი - 90-ზე, სომხეთი - 17-ე ადგილზე). პოსტაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოსთან აღნიშნული  მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მყოფი ესტონეთი 14-ე ადგილზეა.



„თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ზემოხსენებული ადგილი და რამდენად დიდია კონკურენცია ქვეყნებს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენი ქულითაც ჩამორჩება საქართველო პირველ ადგილზე მყოფ ჰონგ კონგს (8.94 ქულა) იმდენივე ქულით უსწრებს იგი 53-ე ადგილზე მყოფ, ევროკავშირის არც თუ ყველაზე სუსტ რგოლს - უნგრეთს. ამ ორიოდე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიების შემდეგ უკვე სხვა, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მიმართულია არა კონიუნქტურულ, სეგმენტურ, არამედ ეკონომიკური ზრდის სისტემურ და შეუქცევად წარმატებებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up