იოსებ არჩვაძე - საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

იოსებ არჩვაძე - საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

access_time2020-08-15 14:27:50


„Fitch Ratings-ის მიერ ეხლახანს გამოქვეყნებული საქართველოს სარეიტინგო შეფასება ნამდვილად იძლევა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს,“ - ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.


„Fitch Ratings” - ის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის თანახმადაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, ბევრი სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიუხედავად, უცვლელი დარჩა.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, სახელმწიფოთა მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მათ კრედიტუნარიანობას.



საქართველომ მაინც შეინარჩუნა წინა შეფასების დროინდელი დონე BB, ანუ მის ამჟამინდელ რეიტინგზე უკეთესი მხოლოდ 4 პოზიციაა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სარეიტინგო შეფასებით საქართველო პროპორციულად გაცილებით წინაა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების სიაში ეკონომიკური განვითარების მხრივ,“ - განაცხადა სიოსებ არჩვაძემ.



ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ Fitch-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვ. „საქართველოს წინა რეიტინგული შეფასების შენარჩუნება, იმ დროს, როდესაც უარესდება მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საკრედიტო რეიტინგი, ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, მთლიანად ბიზნესის წარმოების სიიოლის, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ქვეყნის ხელისუფლების კორონავირუსის პერიოდში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის გადადგმული ნაბიჯების ობიექტური შეფასებაც,“ - განაცხადა სიოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, Fitch Ratings შეფასებას „სიტყვაზე ნდობით“ კი არ ახორციელებს, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) ქვეყანამ მთლიანობაში მოახერხა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება;
ბ) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლის დასაწყისიდან შემცირდა თითქმის 0.6 მლრდ. აშშ დოლარით (574.4 მლნ. აშშ. დოლარით);
გ) ეროვნული ბანკმა ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და შეზღუდული სავალუტო ინტერვენციებით სავალუტო კურსის რყევის შემცირებას;
დ) საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან) მაღალი რეპუტაციული ნდობა, რაც გამოიხატა კორონავირუსის პანდემიისთანავე საქართველოსათვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაწეულ ოპერატიულ დახმარებასა და კრედიტების გამოყოფაში.
„რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა Fitch Ratings, სრულებითაც არაა ჩავარდნილი ხიბლში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობით. - ისინი კარგად ხედავენ, თუ რა ნეგატიური გავლენა აქვს პანდემიას საქართველოს ეკონომიკისათვის, მისი ფინანსური მდგრადობისა და მიმდინარე ანგარიშისათვის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორიცაა ტურისტული ინდუსტრია. რომ არა აღნიშნული გარემოება, საქართველოს ეკონომიკა, მისი საფინანსო სექტორი, კრედიტუნარიანობა ნამდვილად შეძლებდნენ უფრო მაღალი სარეიტინგო ადგილის დაკავებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა,“ - განაცხადა ექსპერტმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up