იოსებ არჩვაძე - რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

იოსებ არჩვაძე - რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

access_time2019-10-12 13:30:47


“სარეიტინგო კომპანიამ „S&P“-მა, რომელიც დაკავებულია ფინანსური ბაზრების ანალიტიკური კვლევებით, გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, სადაც საქართველოს მდგომარეობა ერთი ბიჯით, „BB-„-დან „BB“-მდეა გააუმჯობესებული. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება მოხდა მაშინ, როდესაც არც ერთ ჩვენს სახმელეთო მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო არა მარტო დადებითად აფასებს ქვეყნის ამჟამინდელ განვითარების შედგებს, არამედ ოპტიმისტურად აფასებს მის მომავალს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „S&P“- ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას.


ექსპერტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურება.




„ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპები ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტის ზრდას, ინფრასტრუქტურის გაფართოებას საკუთარი და გარედან მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები სექტორალურ და ფუნქციონალურ ჭრილში (მიწის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, დაწყებული განათლების რეფორმა, ფაქტობრივად პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე საგადასახადო რეფორმა და ა.შ.), ასევე უნდა მივიჩნოთ სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოზე ზემოხსენებული პოზიტიური ვერდიქტის ჩამოყალიბებში.



„ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკამ გამომაჟღავნა საკმარისი მედეგობა გარე რისკებისა და ფორს-მაჟორული გარემოებებისადმი (რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება შუა სეზონის დროს). აღნიშნული გარემოებით მიღებული ეკონომიკური ზარალი თავდაპირველ გაანგარიშებებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გამოვიდა, რამაც, ვფქირობ, ასევე გავლენა მოახდინა სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სარეიტინგო შეფასების დადგენაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაგროვილია საკმარისად დიდი მოცულობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რომელიც შუმჩნეველი არ დარჩენია ავტორიტეტულ საერთაშორისო სააგენტოს და რომელიც კიდევ უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური კეთილდღეობის ამაღლებაში,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.





Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up