იოსებ არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა  და რეინვესტიცია  საქართველოს მიმართ  ინვესტორთა ნდობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა და რეინვესტიცია საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობას ადასტურებს

access_time2020-03-10 14:22:50

„ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, ხატოვნად რომ ვთქვათ, „სამ ვეშაპზე“ დგას. ესენია: ა) მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლის გარეშეც უცხოური კაპიტალი ახლოსაც არ გაეკარება ქვეყანას; ბ) სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მხრივ და გ) დროისა და გამოწვევებისადმი ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ეკონომიკური რეფორმები. ეს სამი კომპონენტი აყალიბებს საქართველოს იმ „სავაჭრო მარკას“, რომელიც შემდეგ ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებში აისახება და პოზიტიურ ფონს ქმნის ინვესტორების ნდობის ამაღლებასა და ჩვენს ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის,“ - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას 2019 წლისთვის.


ექსპერტის შეფასებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნამდვილად არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება. მისი სიდიდე 2-ჯერ და მეტად (102.9%-ით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 13.1%-ით - 2019 წლის წინა სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს.


აღნიშნულის ხარჯზე 2019 წლის ინვესტიციების მოცულობამ წინა წლის მაჩვენებელს 0.2 პუნქტით გადაასწრო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან, წინასწარი შეფასებით, 2019 წელს 7.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პუნქტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (2018 წ. – 7.2%).
იოსებ არჩვაძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა მისი კომპონენტების მიხედვით ადასტურებს ინვესტორთა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიანი გეგმების არსებობას. ბოლო ოთხი წელიწადია, რეინვესტირების წილს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ზრდის ტენდენცია ახასიათებთ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება რეინვესტირებაზეც, რომლის წილი 2015 წლის 9.1 პროცენტიდან გავლილ პერიოდში თითქმის ოთხი ათეული პუნქტით გაიზარდა და 2019 წლისთვის ამგვარი ინვესტიციების თითქმის ნახევარს (48.3%) მიაღწია. შედარებისათვის: რეინვესტირების წილი წინა ხუთი წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.) პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ მხოლოდ 21.9 პროცენტს შეადგენდა.
უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია ეროვნული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, ამასთან მათი ყველაზე მაღალი წილი მოდის საფინანსო სექტორზე (20.7%), შემდეგ მოდიან ენერგეტიკა (15.3%), მრეწველობა (13.5%), სასტუმროები და რესტორნები (12.4%), მშენებლობა (9.3%). 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა კავშირგაბმულობის, სასტუმროების და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების სექტორში.



ექსპერტის განცხადებით, ინვესტიციების მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილება ეკონომიკის ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებზე ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულობას და ბიზნეს-მიმზიდველობას, არამედ მისი მდგრადი განვითარების ერთერთი მგრძნობიარე ინდიკატორიცაა. „ამასთან, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის, მისი ხელისუფლებისა და ბიზნესის უახლესი წლების სტრატეგიული ამოცანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ იქნება ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნისა და ტექნოლოგიების ისეთი ტრანსფერის მისაღწევად, რომლებიც მაღალი დამატებული ღირებულების იქნებიან და ამით ხელს შეუწყობენ წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up