იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5 %-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5 %-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

access_time2021-01-20 16:00:00

ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკაში არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი ინარჩუნებდა მდგრადი განვითარების და ზრდის ვექტორს და წლის ყოველ მესამე თვეში ორნიშნა ზრდასაც კი აფიქსირებდა.



მისი თქმით, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2020 წლის ბოლო ოთხი თვე (სექტემბერი-დეკემბერი), რომელზეც მოვიდა ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 2/5 - წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10.3 პროცენტით მეტი და წინა წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე - 20.3 პროცენტით მეტი.



იოსებ არჩვაძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. - ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი - მხოლოდ 19.1 პროცენტი.



მისი თქმით, საექსპორტო ნომენკლატურაში რამდენიმეწლიანი კლების ტენდენციის შემდეგ საგრძნობი ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა.




„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან 14.3 პროცენტია, რაც წინა წლის დონეს 1.0 პუნქტით აჭარბებს. ეს ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია (საშუალოდ მსოფლიოში – 14.0%), რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის ღიაობას და ფართო ჩართულობას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ამასთან, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გლობალური ექსპორტის 7-პროცენტიანი ვარდნის და საქართველოს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირების ფონზე ადგილობრივი ექსპორტის 3.5-პროცენტიანი ზრდა ცალსახად ადასტურებს სამამულო პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზრებზე და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებისა და გაფართოების კარგ პერსპექტივებს. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია საქართველოს ხელისუფლების ქართული ბიზნესისათვის თანმიმდევრული და სისტემური მხარდაჭერით როგორც წარმოების, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისა და მყარად დამკვიდრებისათვის“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.



გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2020 წელს 12 პროცენტით შემცირდა, რაც მხოლოდ რეექსპორტის მკვეთრმა, თითქმის 2/5-ით შემცირებამ გამოიწვია. რეექსპორტისაგან განსხვავებით, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2020 წელს 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2.4 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა.



ადგილობრივმა ექსპორტმა საქართველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში 72 პროცენტს მიაღწია, რაც თითქმის 11 პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2019 წ. – 61.2%).



imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up