იოსებ არჩვაძე: გაზრდილ ტარიფებს ვერ იგრძნობენ ის აბონენტები, რომელთაც თვეში დანახარჯი 300 კილოვატამდე ექნებათ, ასეთები კი ოჯახების 9/10-ზე ბევრად მეტია

იოსებ არჩვაძე: გაზრდილ ტარიფებს ვერ იგრძნობენ ის აბონენტები, რომელთაც თვეში დანახარჯი 300 კილოვატამდე ექნებათ, ასეთები კი ოჯახების 9/10-ზე ბევრად მეტია

access_time2020-12-29 21:14:09

ფასების ზრდა მომხმარებლებში ყოველთვის ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თუ ის ლეგიტიმურად, ხელისუფლების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ ხორციელდება, ძალიან გავს ორგანიზმში იმ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობითაა გამოწვეული და მიზნად პაციენტის სიცოცხლის და ქმედუნარიანობის შენარჩუნებას ისახავს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს სემეკის სხდომას, მოტანილ არგუმენტებს და შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებული სამომხმარებლო ტარიფის ზრდა (მოსახლეობისათვის 3.5 თეთრით, ხოლო ბიზნესისათვის - 11-14 თეთრით ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე) ის მინიმალური მიჯნაა, რომელიც აუცილებელია ენერგოკომპანიების საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში ინვესტორთა დაინტერესების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისათვის, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.



სემეკის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილება ტარიფების ნამატის სუბსიდირების შესახებ დადებითად შეაფასა.



„აღსანიშნავია, რომ გაზრდილ ტარიფებს 2021 წლის განმავლობაში ვერ იგრძნობენ ის აბონენტები, რომელთა დენის საშუალო თვიური მოხმარება 300 კილოვატამდე იქნება (ასეთები კი ოჯახების 9/10-ზე ბევრად მეტია). გაზრდილი ხარჯების სუბსიდირებას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. როგორც პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაიფარება.



წელზე გაანგარიშებით ეს თითოეულ ოჯახზე 50 ლარზე მეტია, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი ძალისხმევა და შემოსავლები მიმართონ სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამავე დროს, ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო დაფარავს აღნიშნული სექტორისათვის ძველსა და ახალ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს“, - განაცხადა ექსპერტმა.



იოსებ არჩვაძის განცხადებით, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მისი დინამიური და მდგრადი განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აღნიშნული სექტორის დაჩქარებულ განვითარებაზე გადის.




„ენერგოსექტორი, კაპიტალური დანახარჯების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე იმპორტდამოკიდებული სფეროა. 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე კი ლარი დოლართან და ევროსთან, ¼-ით და მეტად დაეცა, რის გამოც ამჟამინდელი, გაზრდილი ტარიფი აშშ დოლარში/ევროში, 2017 წელთან შედარებით, მაინც გაცილებით იაფი გამოდის. ამასთან, გაიზარდა ფასები ყველა იმპორტირებულ საქონელზე - ტექნიკაზე, აგრეგატებზე, მაკომპლექტებელ ინვენტარზე, რის გამოც 3 წლის წინ დამტკიცებული ტარიფი ვეღარ ანაზღაურებდა გაზრდილ ხარჯებს. შესაბამისად, დარგი ფინანსურ კრიზისში იყო შესული და არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში რისკის ქვეშ დადგებოდა ელექტრომომარაგების საკითხი, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა სექტორის რეალურ კოლაფსს, რის ნეგატიური შედეგების მთელი მასშტაბურობა, „1990-იანი წლებგამოვლილი“ მომხმარებლისათვის ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ექსპერტმა.



იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია.



„დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებ, რომ სემეკი კიდევ უფრო კატეგორიული იქნება ენერგოკომპანიების საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კონტროლში, ენერგეტიკული სექტორისა და მთელი საზოგადოების ინტერესების სამართლიანი დაბალანსების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.



სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​ ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.



ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი ბოლოს 2017 წელს გაიზარდა.



imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up