იოსებ  არჩვაძე: ევროკავშირ ბაზარზე შეღწევა, დამკვიდრება და მით უფრო, რეალიზაციის ორნიშნა ზრდა თავისთავად დიდ წარმატებას, პროდუქციის ცნობადობასა და კონურენტუნარიანობაზე მეტყველებს

იოსებ არჩვაძე: ევროკავშირ ბაზარზე შეღწევა, დამკვიდრება და მით უფრო, რეალიზაციის ორნიშნა ზრდა თავისთავად დიდ წარმატებას, პროდუქციის ცნობადობასა და კონურენტუნარიანობაზე მეტყველებს

access_time2020-01-20 15:15:39

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაასაჯაროა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლებიც ოპტიმიზმის საკმაოდ მყარ საფუძველს იძლევიან. - ექსპორტის მოცულობამ 2019 წლის დეკემბერში 390.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და წინა, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 61.4 მლნ. აშშ დოლარით (18.7%-ით) მეტია. დეკემბრის მონაცემი 2019 წლის წინა, 11 თვის (იანვარ-ნოემბრის) საშუალო მაჩვენებელზე (307.4 მლნ. აშშ დოლარი) კიდევ უფრო მეტად - 83.0 მლნ. აშშ დოლარით (27.0%-ით) მეტი იყო. აღსანიშნავია წარმატება წინა, ნოემბრის თვესთანაც, რომელმაც თავისი რეკორდული სტატუსი (345.9 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ ერთი თვე შეინარჩუნა. ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს საექსპორტო მასშტაბების არა კონიუნქტურულ, არამედ სისტემურ და სტაბილურ ზრდას.


აღნიშნული წარმატება დიდიწილად შედეგია ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ძალისხმევისა ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით (ამ ასპექტით განსაკუთრებით გამოვყოფდი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე და ხელშეკრულებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და ამით მიღებული პრეფერენციების პოტენციალურიდან რეალურ შედეგებში გადაყვანას.


ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 2019 წელს 3771.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც 12.4 პროცენტით მეტია წინა წლის მოცულობაზე. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი უსწრებს საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის არა თუ რეალური, არამედ ნომინალური ზრდის ტემპსაც, რაც საქართველოს ეკონომიკის გახსნილობისა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნრიანობის ამაღლების მაჩვენებელია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველომ ექსპორტის ზრდა განახორციელა მსოფლიო ეკონომიკისა გლობალური მოთხოვნის რეცესიის პირობებში. ამ მხრივ განსაკუთრებთ უნდა გაესვას ხაზი ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის თვალსაჩინო ზრდას - 2019 წელს წინა წელთან შედარებით 13.0 პროცენტით (+94.5 მლნ. აშშ დოლარით), რაც აღემატება ექსპორტის მატების ტემპს. ევროკავშირის წილად მოდის საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის 21.9 პროცენტი.
ამასთან დაკავშირებით, მსურს ყურადღების გამახვილება ორ გარემოებაზე:


ჯერ ერთი, ევროკავშირის ბაზარი - ეს არის მაღალგადახდისუნარიანი, ტევადი და იმავდროულად, საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ საკმაოდ პრეტენზიული ბაზარი. ამ ბაზარზე შეღწევა, დამკვიდრება და მით უფრო, რეალიზაციის ორნიშნა ზრდა თავისთავად დიდ წარმატებას, პროდუქციის ცნობადობასა და კონურენტუნარიანობაზე მეტყველებს;
მეორე, საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და სატრანზიტო ფუნქცია ქმნის ხელსაყრელ პირობებს რეექსპორტისათვის. მაგრამ საქართველოს 1.4-მილიარდიან რეექსპორტში ევროკავშირის წილი უმნიშვნელოა - მხოლოდ 6.3 პროცენტი, მაშინ როდესაც ევროკავშირის წილი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში თითქმის ერთი მესამედია (31.3%).


კიდევ ერთი შედარება, რომელიც აშკარად ასხამს წყალს „ევროკავშირის წისქვილზე“: სამამულო პროდუქციის წილი ევროკავშირში განხორციელებულ ექსპორტში 89.2 პროცენტია, მაშინ როდესაც დანარჩენ მსოფლიოში განხორციელებულ ექსპორტში - მხოლოდ 54.8 პროცენტი, ხოლო დსთ-ში, შესაბამისად, კიდევ უფრო ნაკლები - მხოლოდ 43 პროცენტია.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ამჟამინდელი უპირატესობა ევროკავშირთან შედარებით (2.4-ჯერ - 1177.4 მლნ. აშშ დოლარით) მიღწეულია რეექსპორტის მაღალი წილის ხარჯზე. რეექსპორტის გარეშე სამამულო პროდუქციის ექსპორტში დსთ მხოლოდ 16.9 პროცენტით (124.7 მლნ. აშშ დოლარით) უსწრებს ევროკავშირს, რაც ბოლო პერიოდის პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით, აშკარად დაძლევადია.



მთლიანობაში, 2019 წელს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა თითქმის 5 პუქნტით გაუმჯობესდა და 41.6 პროცენტს მიაღწია (2018 წ. – 36.7%). აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 2018 წლის 26.9 პროცენტიდან 2019 წელს 29.4 პროცენტამდე გაიზარდა.


ექსპორტით იმპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა საგრძნობლად შემცირებულიყო სავაჭრო დეფიციტი - 489.0 მლნ. აშშ დოლარით (8.4%-ით - მშპ-ის თითქმის 3%-ით). 2019 წელს საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 5291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა, 2018 წლის 5780.2 მლნ. აშშ დოლარისა. სავაჭრო დეფიციტის შემცირების მასშტაბურობაზე მიუთითებს ის, რომ მისი სიდიდე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს 2003 წლის მთლიანი ექსპორტის მოცულობას და პოზიტიურად ზემოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე.


ცალკეული სახის სასაქონლო კატეგორიების მიხედვით აღსანიშნავია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების როგორც ექსპორტის, ისე იმპოტის მნიშვნელოვანი ზრდა (შესაბამისად, 29.2%-ით და 52.2%-ით). - ქვეყნიდან 2019 წელს გავიდა 652.5 მლნ. აშშ დოლარის დასახელებული პროდუქცია და და შემოვიდა 607.2 მლნ. დოლარის პროდუქცია, რაც სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ზრდასა და მისი რეექსპორტის მზარდ შესაძლებლობაზე მიუთითებს.


აღსანიშნავია, ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ექპორტი გაიზარდა 13.2 პროცენტით. ამასთან შენარჩუნდა ბოლო წლებში ჩამოყალიბებული პოზიტიური ტენდენცია - ღვინის ექსპორტში მისი ღირებილების ზრდა წინ უსწრებს რაოდენობის (ფიზიკური მოცულობის) ზრდას, რაც ქართული ღვინის ცნობადობაზე, პოპულარიზაციასა და კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. აღნიშნულის განვრცობა შეიძლება ფაქტობრივად მთელ საექსპორტო ნომენკლატურაზე. - საქართველოს ეკონომიკას, მის რეალურ სექტორს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ უზრუნველყოს ექსპორტის დაჩქარებული განვითარება, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის, კონკურენციისა და მასზე მოთხოვნის არსებითი ზრდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up