იოსებ არჩვაძე - ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია

იოსებ არჩვაძე - ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია

access_time2021-05-13 13:08:10

„2021 წლის აპრილში გრძელდებოდა საგარეო სავაჭრო ურთიერთობების აქტივიზაცია, განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში.  სავაჭრო ბრუნვა აპრილში (1127.4 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 60.9 პროცენტით, მათ შორის ექსპორტი - 70.2 პროცენტით, იმპორტი კი -  56.5 პროცენტით. აღნიშნული მაჩვენებლები არა მარტო საგრძნობლად აღემატებიან წლის პირველი სამი თვის ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ ხარისხობრივად ჯერადადაც უკეთესნი არიან მათზე (იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო  ბრუნვამ წინა წლის იანვარ-მარტთან მხოლოდ 99.3% შეადგინა, ექსპორტი გაიზარდა 5.3%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 2.4%-ით),“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.


საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის კომენტირებისას, ექსპერტმა განაცხადა, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია  (2020 წლის აპრილში - 46.4%; 2021 წლის იანვარ-მარტში - 42.0%; მთლიანად 2021 წლის იანვარ-აპრილში - 43.9%).  



მისი თქმით, მიმდინარე წელს თვიდან თვემდე მკვეთრად, ყოველთვიურად საშუალოდ 51.3 მლნ. აშშ დოლარით  იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა.  „იზრდება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თანაფარდობის მაჩვენებელიც: თუ ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელს ჩამორჩებოდა 16.2 პროცენტით, თებერვალში მან უკვე გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით, მარტში - 30.6 პროცენტით, ხოლო აპრილში - უკვე 70.2 პროცენტით. ექსპორტის თვეებს შორის 2021 წლის აპრილი სიდიდით (378.3 მლნ. აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა - 2019 წლის დეკემბრის (396.0 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ. ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან რეკორდულად დაბალი (-32.0%) იყო (იანვარ-აპრილში მთლიანად - -39.0%),“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up