იოსებ არჩვაძე - ეკონომიკური ზრდის მარტის მაჩვენებელი აღემატება არა მარტო კრიზისული 2020 წლის მარტის, არამედ კრიზისამდელი 2019 წლის მარტის პარამეტრსაც

იოსებ არჩვაძე - ეკონომიკური ზრდის მარტის მაჩვენებელი აღემატება არა მარტო კრიზისული 2020 წლის მარტის, არამედ კრიზისამდელი 2019 წლის მარტის პარამეტრსაც

access_time2021-04-29 17:31:01

ეკონომიკური ზრდის მარტის მაჩვენებელი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი აღემატება არა მარტო კრიზისული 2020 წლის მარტის, არამედ კრიზისამდელი 2019 წლის მარტის მაჩვენებელსაც (1.2%-ით). ეკონომიკის ამგვარი პოზიტიური ტრენდი სრულად ეწერება იმ მოლოდინებში, რაც უკავშირდება ხელისუფლების დაბალანსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და განხორციელებული რეფორმებით დაგროვილ  პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის პოსტში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

 

ექსპერტის თქმით, 2021 წლის მარტში აშკარად გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის  გაჯანსაღების პროცესი. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შემდეგ ბოლო 13 თვის მანძილზე პირველად დაფიქსირდა ეკონომიკის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0%-ით, რაც საგრძნობლად აღემატება 2020 წლის თებერვლის 2.2%-იან ზრდას. იანვრის (-11.5%) და თებერვლის (-5.1%) ვარდნის შემდეგ, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მარტის „ეკონომიკურმა ქამბექმა“ პირველი კვარტალის მიხედვით ფაქტობრივად გაანახევრა წლის პირველ ორ თვეში ჩამოყალიბებული კუმულატური კლების ტემპი (-4.2% პირველ კვარტალში, ნაცვლად 8.3%-ისა იანვარ-თებერვალში).

 

ექსპერტის ინფორმაციით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაში უკვე მეორე თვეა ფიქსირდება ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამასთან, მარტში ზრდის ტემპი 2.8-ჯერ აღემატება თებერვლის მაჩვენებელს (შესაბამისად, +21.5% და +7.6%).  ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ  მარტში 5291 ერთეული შეადგინა, რაც 18.1%-ით აღემატება 2020 წლის მარტის თვის და 45.0%-ით - 2021 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელს. 2021 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც ერთი წლის წინანდელ დონეს 25.5 პროცენტით, ხოლო 2021 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩევენებელს - 23.4 პროცენტით აღემატება.


 

„2021 წლის მარტში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკური საქმიანობათა სექტორების უმრავლესობაში, რომლებშიც იქმნება ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 4/5, მათ შორის  ტურიზმთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ სფეროებში, როგორიცაა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების გაძლიერება დასტურდება ექსპორტის საგრძნობი ზრდითაც: მარტში ექსპორტი გაიზარდა 30.6%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 23.8%-ით. ამასთან, მარტის ადგილობრივი ექსპორტი (237.9 მლნ. აშშ დოლარი)  მეორე საუკეთესო მაჩვენებელია ამ მხრივ რეკორდული 2020 წლის სექტემბრის  მაჩვენებლის (245.2 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ფულადი გზავნილები, რომლებიც პოზიტიურ როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში, 2021 წლის მარტში ასევე მნიშვნელოვნად - თითქმის 1.5-ჯერ (49.5%-ით) გაიზარდა და 188.2 მლნ. აშშ აშშ დოლარი შეადგინა. საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებულ წმინდა ტრანზაქციებში მიმდინარე წლის სამივე თვის მიხედვით  დამაჯერებლად ლიდერობს იტალია. ამ ქვეყნიდან ტრანზაქციების მოცულობამ იანვარ-მარტში 85.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.9 მლნ. აშშ დოლარით (38.9%-ით) აღემატება რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულ  წმინდა ტრანზაქციებს (მათ შორის მხოლოდ მარტში - 5.4 მლნ. აშშ დოლარით და 21.8%-ით).

 

„2021 წლის მარტში მიღწეული პოზიტიური ძვრების განმაპირობებელი ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ხელისუფლების მაკროეკონომიკური და ანტიკრიზისული პროგრამები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისათვის, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ბაზარზე მყარად დამკვიდრების ხელშემწყობი ღონისძიებები, აგრეთვე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up