იოსებ არჩვაძე - 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

იოსებ არჩვაძე - 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

access_time2021-11-30 13:35:30


“საქართველოში ბოლო რვა თვეა (2021 წლის მარტიდან), ეკონომიკის დინამიკას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიტიური ტრენდი აქვს. ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 6.9%, ხოლო იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 10.5% შეადგინა. ქვეყნის მშპ-ის ამჟამინდელი მოცულობა საგრძნობლად აღემატება აგრეთვე პანდემიანდელ მაჩვენებლებსაც: 2021 წლის ოქტომბრის მშპ 2019 წლის ოქტომბრის მშპ-ს - 2.7%-ით, ხოლო 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 4.9%-ით,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერში.


სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი. „აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია დიდწილად განპირობებულია ხელისუფლების თანმიდევრული ეკონომიკური პოლიტიკით და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციით,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.


ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია ბიზნეს-სექტორის განვითარებით. - ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2020 წლის ოქტომბერთან 25.6%-ით, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან - 23.6%-ით გაიზარდა და 9.7 მლრდ. ლარი შეადგინა. ოქტომბერში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4236 ერთეულს მიაღწია, რაც 4.7 პროცენტით აღემატება 2020 წლის ოქტომბრის თვის მონაცემს (4046 ერთეული) და მეტია 2019 წლის ოქტომბრის (4232 ერთეული) მაჩვენებელთან შედარებითაც
2021 წლის ოქტომბერში რეალურ ზრდას ჰქონდა ადგილი ეკონომიკურ საქმიანობათა იმ სახეობებში, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის 4/5 (გარდა სოფლის მეურნეობის, სამთომომპოვებითი მრეწველობის, მშენებლობისა და განათლების დარგებისა).
იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებდა საგარეო სავაჭრო ექსპანსია, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში ახალ წარმატებებს მიაღწია: ექსპორტი წინა წლის ოქტომბრის ექსპორტთან შედარებით 31.4%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 34.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ადგილობრივმა ექსპორტმა ერთი თვის მიხედვით პირველად გადალახა 300-მილიონიანი მიჯნა და რეკორდულად მაღალ - 318.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.


მისი თქმით, ჩამოყალიბდა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორების ზრდის უაღრესად პოზიტიური თანაფარდობა, თავისებური „პარადი“: მშპ-ის ზრდას უსწრებს სამეწარმეო სექტორის ბრუნვა, ამ უკანასკნელს - ექსპორტის ზრდა, ხოლო ექსპორტის ზრდას - ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.



აღნიშნული თანაფარდობის ფორმირებაში თავისი მზარდი წილი შეაქვს ტურიზმის სექტორსაც, რომლის მოცულობამ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერაც საკმაოდ მასშტაბურია, მაინც აფიქსირებს საგრძნობ ზრდას და ორი წლის წინანდელი (პანდემიამდელი) დონის უკვე ნახევარზე მეტია (53.3%).


იოსებ არჩვაძის ინფორმაციითვე, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გატარებულმა ხელისუფლების სტრატეგიამ, ანტიკრიზისული ღონისძიებების თანმიდევრულმა გატარებამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებმა უზრუნველყვეს თვალსაჩინო მაკროეკონომიკური შედეგების მიღწევა, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის მზარდი ექსპანსია და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და, შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო მზარდი ნაწილის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება.


„ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ პოტენციალს შეიცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის განვითარების, დასაქმების, ცალკეული სახის საქმიანობებისა და საქონლის ფასების რეგულირების საკითხებზე გაჟღერებული ინიციატივების რეალიზაცია. დიდწილად სწორედ აღნიშნული ინიციატივების რეალიზაცის ხარჯზე საქართველოს მშპ 2022 წელს მიაღწევს 58.0 მლრდ. ლარს, ხოლო 2023 წელს ისტოირულ მაქსიმუმს - 65 მლრდ ლარს,“ - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ ფბ გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up