ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან

access_time2020-04-23 12:45:31

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.


ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.


ვიდეოკონფერენციისას განიხილეს გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადო ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარასკევს წარადგენს.


საუბარი ასევე შეეხო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეტაპობრივად მიღებულ ზომებს. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებთან მჭიდრო თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა.



ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლება, ისევე, როგორც ანტიკრიზისული ნაბიჯებისას, თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კოორდინაციას განაგრძობს.


ინვესტორთა საბჭომ ასევე იმსჯელა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ კონკურენციაში თავისი ადგილის დასაკავებლად და ამავდროულად ისარგებლოს შესაძლებლობით, რათა განავითაროს ახალი დარგები საქართველოში და მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია.


„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნაში და კერძო სექტორისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოგვარებაში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კრიზისის გავლენა კერძო სექტორსა და ეკონომიკაზე. ასეთ დროს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის უზრუნველყოფა ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა წევრს ნაკისრი ვალდებულებისა და თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.


„არსებული კრიზისის პირობებში ხელისუფლებასა და ბიზნეს სუბიექტებს შორის ეფექტური კომუნიკაცია უაღრესად მნიშნველოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისთვის, როდესაც ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან აქტიურ ჩართულობას ვხედავთ. ასეთ რთულ დროს მომავალზე ფიქრიც მნიშვნელოვანი ხდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ მოლოდინი სავარაუდოდ შეიცვლება და საქართველო კაპიტალიზაციას შეძლებს წარმოქმნილი სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობის გამოყენებით. ინვესტორთა საბჭო სამუშაო ჯგუფებს შექმნის ამ პროცესის ხელშესაწყობად", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up