ინვესტორთა დასაინტერესებლად წყნეთის აგარაკების განვითარების გეგმა მომზადდება

ინვესტორთა დასაინტერესებლად წყნეთის აგარაკების განვითარების გეგმა მომზადდება

access_time2021-06-15 16:00:00

წყნეთის აგარაკები განვითარების კონცეფციის გარეშე ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა.


იმისათვის, რომ სამთავრობო აგარაკების მიმართ ინვესტორთა დაინტერესება მოხდეს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ განვითარების კონცეფციისა და განაშენიანების გეგმის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც 290 000 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა ითხოვა.


კომპანია ირწმუნება, რომ უმოკლეს ვადებში ჩასატარებელი ღონისძიების გამო, გამარტივებული შესყიდვა აუცილებელია.



„უახლოეს პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის (ე.წ. წყნეთის აგარაკები) კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე, დანართით წარმოდგენილი, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული 90,293 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ფართომასშტაბიანი ფორმატით ინვესტორებისთვის წარდგენა/შეთავაზება. ამისთვის აუცილებელია ქალაქგეგმარებითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მომზადდეს აღნიშნული ქონების მიერ დაკავებული ტერიტორიის განვითარების ხედვა, განაშენების რეგულირების გეგმა და მოხდეს ამ უკანასკნელის დამტკიცება შესაბამისი წესით“, - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.


აღსანიშნავია, რომ განვითარების კონცეფციისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება და დამტკიცება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა.


შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე 13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-სნ აღემატებოდა. ინვესტორს ვალდებულებად ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალდებოდა. აუქციონზე ქონებიტ არავინ დაინტერესებულა.


business-partner.ge





საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up