რესტორანი „ბუდაპეშტი“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად-ინვესტორის შეთავაზება მერიას

რესტორანი „ბუდაპეშტი“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად-ინვესტორის შეთავაზება მერიას

access_time2020-02-17 11:20:52

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.


მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.


„მიუხედავად სასმართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და ყველანაირი კანონიერი უფლებისა, ჩვენ ვთანხმდებით კომპრომისულ ვარიანტს და მზად ვართ, უარი ვთქვათ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე.


მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ვაკის პარკის და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე, ინვესტორი მზად არის, სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს ამ ადგილას რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, რომელიც აშენდა 1958 წელს, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა პარკის განუყოფელ ნაწილს და იყო პარკის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი და კოლორიტული ადგილი.



ჩვენ მზად ვართ, დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე. ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად.


აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს არათუ არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი, არამედ დამატებით განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება. ინვესტორი საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს არსებული ტერიტორიის უმოკლეს დროში კეთილმოწყობას და მომავალში მის მოვლა-პატრონობას. თქვენ ხედავთ დღესდღეობით რა ვითარებაა ადგილზე და ვფიქრობთ, რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა სრულ შესაბამისობაში მოვა ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან.


ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ დღეს არსებული სამშენებლო თხრილის ნაცვლად პარკს და ამ ადგილს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. აქვე დავამატებთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, ადგილზე მოაწყოს ველოპარკი და პარკის სტუმრები შეძლებენ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით.


როგორც აღვნიშნე, ჩვენი, როგორც ინვესტორის ეს კომპრომისული ვარიანტი მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ამასთან ერთად უკვე წელიწადზე მეტია რაც თბილისის მერიასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.


შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება პარკის სტუმრებისთვის და ასევე არ შეილახება ინვესტორის სამართლებრივი უფლებები. ამ პროექტის აღდგენის შემთხვევაში განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და ამასთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს, ბიუჯეტიდან დაზოგოს 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა“, - განაცხადა ზაქაიძემ.


ipn.ge


თეგები:
ბუდაპეშტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up