ინვესტორების დასარწმუნებლად უბრალოდ თიზ-ის გახსნა საკმარისი ვერ იქნება

ინვესტორების დასარწმუნებლად უბრალოდ თიზ-ის გახსნა საკმარისი ვერ იქნება

access_time2022-01-24 12:00:55

„გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს. ასევე, ლიბერალურ ფისკალურ და რეგულატორულ რეჟიმებს. საქართველო რეგიონული ფინანსური ცენტრი გახდება, ეს ჩვენი მიზანია“, - აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და ეკონომიკის მინისტრს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება დაავალა.



ფინანსური ცენტრების მოდელთან დაკავშირებით მთავრობას კონსულტაციებს Rothschild-ის საინვესტიციო ჰოლდინგი გაუწევს, რომელთანაც კონტრაქტი 16 დეკემბერს გაფორმდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ფინანსურ ზონაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საერთო სამართალი ე.წ.Common Law იმოქმედებს, რისი საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივი დანერგვისთვისაც სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. მსგავსი მოდელის სამართლის სისტემის დანერგვა იგეგმებოდა ქალაქ “ლაზიკაში” და “ანაკლიის პორტში“.



ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე ახალ ინიციატივას მიესალმება და თვლის, რომ თავისუფალი ფინანსური ზონები თიზ-ების კონკურენტები ვერ იქნებიან. გარდა ამისა, „კომერსანტთან“ საუბრისას ებრალიძე აღნიშნავს, რომ ფინანსური მომსახურების გამწევი კომპანიები თიზ-ებში შეღავათებით ვერ სარგებლობენ, ამიტომ ეს წამოწყება ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორის განვითარებას მოახდენს.



„თავიდანვე, როგორც კი შემოვედით თიზ-ის მენეჯმენტში, დავიჭირეთ ჩვენი მიმართულება, რაც არის სტაბილური, მყარი და რომელიც არის ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის უდაოდ საწარმოო პროექტების მოზიდვა, ახალი პროდუქციის შექმნა და ტვირთბრუნვის გაზრდა, რაშიც მოიაზრება ვაჭრობა, თიზ-ის როგორც სავაჭრო კორიდორისა და სადისტრიბუციო ცენტრად ჩამოყალიბება. ჩვენთვის სწორედ ეს მიმართულება გახდა პრიორიტეტული. ამ ეტაპზე ჩვენთან ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით არიან წარმოდგენილი სერვისული კომპანიები, მათ შორის ისეთები, რომლებიც წევენ ფინანსურ მომსახურეობებს, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული კანონმდებლობით სერვის კომპანიებისთვის არსებობს შეზღუდვები და არ ვრცელდება გარკვეული საგადასახადო შეღავათები სავაჭრო და საწარმოო კომპანიებისაგან განსხვავებით.


ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის პროექტის შექმნა იქნება კარგი ბიძგი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომ განვითარდეს ამ მიმართულებითაც და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის კონკურენტული არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისთვის. პირიქით, ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ზონები მოახდენს ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორის განვითარებას, რაც ავტომატურად მოიზიდავს სხვა სექტორებსაც და საქართველოს ეძლევა შანსი, გახდეს რეგიონის არა მხოლოდ სავაჭრო და საწარმოო, არამედ ფინანსური ცენტრიც და ფოთის თიზ-ი მიესალმება ამ წამოწყებას“,
- ამბობს დავით ებრალიძე.




ფინანსური ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და სხვა. ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ ყვება, რომ იდეა კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება, მხოლოდ გახსნა არ იქნება საკმარისი, ინვესტორების იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო მიმზიდველია, ბევრი მუშაობა იქნება საჭირო.



„კლასიკური თიზ იქნება, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ფინანსურ სექტორზე იქნება ორიენტირი აღებული. მსგავსი მაგალითი დუბაიში არის, რომელიც წარმატებით მუშაობს. რაც შეეხება ქართულ რეალობას, ამ ეტაპზე რეგიონული ჰაბის კუთხით შეიძლება ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს, შესაბამისად არის იმის ალბათობა, რომ უცხოურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, რომლებიც აქ ოპერირებენ, შემდეგ თიზ-ში გახსნან ფილიალები და იქედან მოახდინონ ოპერირება. თუმცა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება, მხოლოდ გახსნა არ იქნება საკმარისი, ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მიმზიდველია, ამაზე ბევრი მუშაობა იქნება საჭირო. რთულია ინვესტორები დაარწმუნო, რომ საქართველოში გახსნან კომპანიები, იქედან გამომდინარე რომ აქ მათ გადმოტანას თავისი დანახარჯები სჭირდება, რაც არცერთი კომპანიისთვის მარტივი არ არის. ინვესტორების დარწმუნებას საქართველოში ფინანსურ ზონაში გადმოვიდნენ სამუშაოდ, გაცილებით მეტი მუშაობა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ თიზ-ის გახსნას.


არსებულ თიზ-ებით, როგორც ვიცი, არც ისე დიდი დაინტერესებაა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ამიტომ ეს პრაქტიკაც უნდა გავითვალისწინოთ და გაცილებით უკეთესი საგადასახადო, იურიდიული თუ სხვა სახის რეგულირების ინსტრუმენტები შევთავაზოთ ახალ ინვესტორებს.


არსებულ თიზ-ებთან მიმართებით ხშირად ხდებოდა, რომ ინვესტორი საგადასახადო კანონმდებლობას განსხვავებულად კითხულობდა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა რომ ბიზნეს უჭირს, ესეც არახალია, კომუნიკაცია რთულია, ბევრი პრობლემებია. იმედს ვიტოვებ, რომ ფინანსურ თიზ-ებთან მიმართებაში ეს პრობლემები გათვალისწინებული იქნება, რადგან ზოგადად საფინანსო სექტორი საგადასახადო კუთხით განსხვავებულია და მას კიდევ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება“
, - განმარტა დავით კიკვიძემ.



აღსანიშნავია, რომ ფინანსური ზონა გაითვალისწინებს სამი მიმართულებით განსხვავებულ რეჟიმებს. ეს იქნება სამართლებრივი, რეგულატორული და ფისკალური.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up