„ინვესტირება ტრადიციულ ენერგეტიკაში სწორი გადაწყვეტილებაა“ - უორენ ბაფეტი

„ინვესტირება ტრადიციულ ენერგეტიკაში სწორი გადაწყვეტილებაა“ - უორენ ბაფეტი

access_time2021-05-06 20:00:11

ამ დღეებში ფინანსური კონგლომერატის Berkshire Hathaway-ს აქციონერების კრება  ჩატარდა, რომლის დროსაც ინვესტორებს კომპანიის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფინანსისტმა უორენ ბაფეტმა მიმართა.

 

კონგლომერატის არსებობის ისტორიაში ეს პირველი ონლაინ კრება იყო. როგორც წესი ამ ტიპის შეხვედრები Berkshire Hathaway-ს ცენტრალურ ოფისში, შტატ ნებრასკას ქალაქ ომახაში ტარდება.

 

ბაფეტმა შეკრებილებს წარუდგინა 20 უმსხვილესი კომპანიის სია, რომლის პირველ ათეულში  Apple, Saudi Aramco, Microsoft, Amazon, Alphabet და Facebook იყვნენ. მილიარდერმა საკითხი დააყენა  - რამდენი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დარჩება ლიდერებს შორის 30 წლის შემდეგაც?

 

ამის შემდეგ მან აქციონერებს მეორე სია წარუდგინა - 1989 წლის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი, სადაც ძირითადად იაპონური ჰოლდინგები შედიოდნენ. ამერიკიდან სიაში მხოლოდ  Exxon, General Electric, Merck, IBM, American Tel & Tel და  Philip Morris იყვნენ. ბაფეტის თქმით, 1989 წლის 20 ლიდერ-კომპანიებს შორის დღევანდელ რეიტინგში არც ერთი არ მოხვდა.

 

„მსოფლიო შესაძლოა ძალიან დრამატულად შეიცვალოს, ამიტომაც, ყველაზე სწორი გზაა ინდექსურ ფონდებში ინვესტირება. ინვესტორი, რომელიც აქციების დამოუკიდებელ შერჩევას არ დაიწყებს და უბრალოდ  ინდექს S&P 500-ს იყიდის, ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება. ეს  ოპტიმალური ვარიანტია, რადგანაც საშუალო ადამიანს აქციების დამოუკიდებლად არჩევა არ შეუძლია“ - განაცხადა ფინანსისტმა.

 

მან ასევე Berkshire Hathaway-ს ინვესტიციები ნავთობ-გაზის დარგში გამართლებულად მიიჩნია.


 

„ნავთობი და გაზი მსოფლიოსთვის როგორც მინიმუმ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ეკოლოგიისთვის, თუმცა, დღეს მსოფლიოს სხვა არჩევანი არ გააჩნია, ამიტომაც ინვესტირება ტრადიციულ ენერგეტიკაში  სწორი გადაწყვეტილებაა“ - მიიჩნევს ბაფეტი.

 

მისი თქმით, 2020 წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში Berkshire Hathaway-მა დიდი რაოდენობით ნავთობკომპანიის Chevron-ის  ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა. ამავე დროს ბაფეტმა
Apple-ში თავისი წილი 800 მლნ. დოლარით, 5,4%-მდე შეამცირა.

 

2020 წელს  Berkshire -მ თავისი წილი შეამცირა ამერიკულ ბანკებში (Bank of America-ს გარდა). მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლო საბანკო კრიზისი პერიოდში საბანკო სექტორის მაჩვენებლების გაუარესების რისკი გახდა. თუმცა, მას  Bank of America მოსწონს. ამ ფინანსური ინსტიტუტის წილი Berkshire Hathaway-ს პორტფელში 11,%-ს შეადგენს.


უორენ ბაფეტმა თავი შეიკავა კრიპტოვალუტების შეფასებისგან.

 

„ვიცოდი, რომ იქნებოდა შეკითხვა კრიპტოვალუტების შესახებ. ვუთხარი ჩემს თავს - ხომ ხედავ ზოგჯერ პოლიტიკოსები დასმულ კითხვებზე პასუხისგან თავს როგორ ოსტატურად არიდებენ. მეც ამჟამად ამ თემაზე საუბრისგან თავს ვიკავებ“ - განაცხადა ბაფეტმა, რომელიც, როგორც წესი, ვირტუალურ ვალუტას უკიდურესად ნეგატიურად აფასებდა და მის კომპანიას კრიპტოვალუტაში არც ერთი დოლარი არ ჩაუდია.

 

მილიარდერი ჯო ბაიდენის ინიციატივას კორპორაციული გადასახადების ზრდის თაობაზე ნეგატიურად აფასებს, თუმცა, ამას კატასტროფად არ მიიჩნევს და დარწმუნებულია,  რომ Berkshire Hathaway  ახალ რეალობასთან ადაპტირებას უპრობლემოდ შეძლებს.

 

„ჩემი კარიერის დასაწყისში კორპორაციული გადასახადი ბევრად უფრო მაღალი 50%-ზე მეტი იყო თუმცა, ამან ჩვენს განვითარებას ხელი არ შეუშალა, არც ამჟამად შეუშლის“ - დარწმუნებულია უორენ ბაფეტი.


წყარო:.cnbc.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up