ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

access_time2020-01-21 10:00:32

ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია.


თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში ინვესტიციების წილი ყოველწლიურად მცირდებოდა.


გამონაკლისს წარმოადგენდა 2017 წელი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1962.6 მლნ. დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი ისევ დაღმასვლა განაგრძო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა შეიცვალა 3 წლის შემდეგ. ექსპერტები ცვლილებას ადასტურებენ, მათი   თქმით, ცვლილება ნამდვილადაა, ოღონდ პირიქით, საქართველო გადაიქცა არა ინვესტიციების,  არამედ ვალების (საგარეო და შიდა ვალი) ქვეყნად, რომელიც  ქვეყანას მრავლად აქვს.  

 

ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი პაატა შეშელიძის   თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეფასება,  შემდეგ წლებში შესაბამისი პოლიტიკით არ იყო გამყარებული,  ამიტომ განცხადება განცხადებად დარჩა.


„ბოლო წლებში შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სამაგიეროდ, გაზრდილია როგორც შიდა , ასევე  საგარეო ვალი. ჩვენი განვითარების ტემპი  არ არის ადეკვატური, იმ მოთხოვნების და ინტერესების რაც გაგვაჩნია.   ქვეყანა ბიზნესს არ აძლევს ინიციატივას,  რომ  შეიქმნას ახალი საქმე.  ხოლო რაც კეთდება,   სუბსიდირებისა და სხვადასხვა წახალისების ხარჯზე ხდება და არა საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, გვაქვს სავალალო ვითარება.“ -ამბობს პაატა შეშელიძე.



კითხვაზე, თუ რამ შეუშალა ხელი ქვეყანაში მოვლენების პოზიტიურად განვითარებას, შეშელიძე რამდენიმე მიზეზს  ასახელებს:


„თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის არ ქონა-  სინამდვილეში ორიენტირებული იყო ფულის მასის ზრდაზე და იაფი სესხის პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც  ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების ინიცირებული იყო გარკვეულწილად.  მეორე ხელისშემშლელი ფაქტორია -შეჩერებული პრივატიზება, რომელიც ერთ ადგილზე იყო გაყინული.  ასევე გამოვყოფდი, სახელმწიფოს  ხარჯებს. ვალების აღება, ვითომდა ისეთი პროექტებისთვის, რომელიც   სინამდვილეში ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო არ იყო.  სახელმწიფოს მხრიდან, ვალების აღების პრაქტიკა გადაიქცა ყოველდღიურობად,  რაშიც ჩართულები არიან  ეროვნული ბანკის გავლით. კომერციული ბანკებიდან კი რეფინანსირების სესხის გამოყენებით იღებდნენ ვალს.“-აცხადებს შეშელიძე.

 

ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებაზე და ვალის ზრდაზე ისაუბრა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა. მისი თქმით,ვალის წილი იმდენად გაზრდილია, რომ 2020 წლის ბიუჯეტიც კი ვალზეა გასწორებული.


„2016 წელს შექმნილი წარმოდგენები, დღევანდელ დღემდე არ გამართლდა.  ინვესტიციების კუთხით, გვაქვს მკვეთრი კლება. მილიარდს თუ გადავაბიჯებთ ძალიან კარგი იქნება,  როცა ადრე გაცილებით მაღალ ნიშნულზე ვიყავით.  სამაგიეროდ იზრდება ვალი.  ამას ისიც ადასტურებს, რომ  ბიუჯეტს 2.5 მლრდ. ლარით ვაფინანსებთ,  უმეტესი წილი   კი ვალის მომსახურებაზე  მოდის.“-აცხადებს ბედინეიშვილი.


  ფინანსისტი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას, იმ რეგულაციურ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც თითქმის ყველა სექტორში  გატარდა და პირდაპირ ზეგავლენა მოახდინა საინვესტიციო იმიჯზე.  ბედინეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სექტორი დღესაც ლიდერია,  რეგულაციამ ამ ნაწილშიც მოახდინა გავლენა.


„ყველაზე დიდი ინვესტიცია ქვეყანაში უძრავ ქონებას უნდა შემოჰქონდეს, რამაც შესამჩნევად იკლო და გამოცოცხლება ვეღარ მოხერხდა. დღეს უცხოური ინვესტიცია  მილიარდის ფარგლებში გააჩნია ქვეყანას, რაც ძალიან ცოტაა.  4 მლრდ. მაინც უნდა იყოს, რომ ის დანაკლისი დააბალანსოს, რაც სავაჭრო ურთიერთობებში გვაქვს გარღვევის სახით.“-ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

 

2016 წლის განცხადებაში,   ექსპრემიერი ხელისუფლებლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აფასებდა იმასაც, რომ ბიზნესმა სახელისუფლო წნეხი მოიშორა. როგორც ივანიშვილი ამბობდა, ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე. ყოფილი პრემიერის ანონსი ამ შემთხვევაშიც ვერ გამართლდა, მაგალითად, კი დარგის სპეციალისტები ანაკლიის პორტს იშველიებენ. „მაშინ როდესაც ქვეყანაში, ინესტიციების რაოდენობა მცირდება, სახელმწიფო აჩერებს უდიდეს პროექტებს. როდესაც ქვეყანაში მსგავსი პროექტები ჩერდება,  ინვესტორებს უჩნდებათ ეჭვი, რომ მათ შემთხვევაშიც იგივე განმეორდება და თავს იკავებენ ინვესტიციისგან.“

 

 გიგა ბედინეიშვილი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა გაატაროს  პოლიტიკა,  რათა ინვესტირების ნაწილი იყოს დივერსიფიცირებული. „ჩვენთან ყველაფერი  მთავრობის  გავლით ხდება. ცივილურ ინვესტორებს კი ეს არ მოსწონთ.“

 

ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up