ინვესტიციების მოზიდვისა და განხორციელებისთვის ბათუმში მდგრადი საინვესტიციო გარემოა - არჩილ ჩიქოვანი

ინვესტიციების მოზიდვისა და განხორციელებისთვის ბათუმში მდგრადი საინვესტიციო გარემოა - არჩილ ჩიქოვანი

access_time2023-02-02 21:30:55

,,ბათუმი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად რჩება, საინვესტიციო გარემოთი და ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესება დღითიდღე იზრდება“, — ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ფორუმი ინოვაციური მიდგომების გაფართოების საშუალებას იძლევა, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესინდუსტრიას.



„ინვესტიციების მოზიდვისა და განხორციელებისთვის ბათუმში მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკურ ზრდას. მდგრადი ეკონომიკური ზრდის დადებითმა დინამიკამ და საპრივატიზებო-საინვესტიციო გარემოს შექმნამ მკვეთრად გააუმჯობესა ეკონომიკური აქტივობები, ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობები.




აღსანიშნავია პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელობაც. ამ ინიციატივის მიზანია მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, რაც გულისხმობს მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის ფარგლებში გაფორმებულია მემორანდუმი ბათუმის მერიას, UNDP-სა და GITA-ს შორის, ქალაქში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით და რეგულარულად იმართება სტარტაპ ღონისძიებები. ამ მიმართულებით დამყარებულია თანამშრომლობა კერძო სექტორთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის მიზნით გამოყოფილი 225 ათასი ევრო ბათუმის მერიამ კონკურსის საშუალებით მოიპოვა.




ბათუმის განვითარების კუთხით, ასევე უდიდესი ადგილი უჭირავს ტურიზმს, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბოლო წლების განმავლობაში განვითარების დინამიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაზეც ბათუმში განხორციელებული პროექტები, ტურისტებისა და საერთაშორისო ფრენების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოსშექმნას და გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.



ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ის წარმომადგენლები.



ფორუმზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებასა და ამ მიმართულებით ინფორმირებულობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე იმსჯელეს ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.



ფორუმი საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ორგანიზებით გაიმართა.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up