„ინვესტიციების კლებას სტრატეგიული პროექტების შემცირება და ლოგისტიკის პრობლემები იწვევს“ - ინვესტორთა საბჭო

„ინვესტიციების კლებას სტრატეგიული პროექტების შემცირება და ლოგისტიკის პრობლემები იწვევს“ - ინვესტორთა საბჭო

access_time2021-04-28 11:00:42

EBRD–ის მხარდაჭერით ინვესტორთა საბჭო კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით წლების წინ შეიქმნა. რა მიმართულებებით მუშაობს ინვესტორთა საბჭო იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას, რა იწვევს საქართველოში ინვესტიციების შემცირებას, რა გეგმები აქვს საბჭოს სამომავლოდ და რამდენად ეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას, ამ თემებზე „კომერსანტთან“  საბჭოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.


-სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ინვესტიციები ძირითადად კლებით ხასიათდება, თქვენი აზრით რას უკავშირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება?


-ინვესტიციების კლებაზე როდესაც მიდის საუბარი, ეს ეხება ძირითადად ისეთი სტრატეგიული პროექტების დასრულებას, მაგალითად როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ უცხოური ინვესტიციების ჯამურ რიცხვზე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, მსგავსი რეგიონალური პროექტები შემცირებულია და ამის ნიშნები პანდემიამდე იყო, მეორე კრიტიკული ნაწილია, რომ ჩვენი შიდა ბაზარი მცირე ზომისაა და ჩვენი პოტენციალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე დიდ ბაზრებზე წვდომის საშუალებას კი გვაძლევს, მაგრამ ჩვენი ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის სირთულეებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება საჭირო სერვისების მიწოდება და ეს საკმაოდ კომპლექსური ნაწილი გახლავთ.


-საქართველოს ინვესტორთა საბჭოს რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს თქვენს შემადგენლობაში არსებული ასოციაციების ნაწილი, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭო. მათი აზრით, ინვესტორთა საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები უნდა შევიდეს. როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით და ეთახმებით თუ არა მათ მოსაზრებას?


-მსგავსი ტიპის პროექტს EBRD-ი ახორციელებს 11 ქვეყანაში და შესაბამისად მანდატი გაწერილი და დამტკიცებულია ორმხრივი მემორანდუმებით მთავრობებთან. მომისმენია კითხვაც, თუ რამდენად გახსნილია ინვესტორთა საბჭო არაწევრი ასოციაციების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2 წელიწადში ერთხელ ხდება წევრების როტაცია და იცვლება 2 წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველა ბიზნეს ასიციაციასთან ვთანამშრომლობთ. ეს გახლავთ პლათფორმა, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ და ამ კუთხით საკმაოდ ხელმისაწვდომი ვართ.


-ინვესტორთა საბჭო მუშაობს ბიზნეს სექტორისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე მომსახურების ცენტრის შექმნაზე. ამ მიმართულებით ყოფილი პრემიერ-მინისტრების მხრიდან არაერთ ინიციატივაზე იყო საუბარი, თუმცა არცერთი მათგანი არ განხორციელებულა, მათ შორის „ბიზნეს სახლის“ პროექტი უკვე წლებია გაჩერებულია. რას აკეთებს საბჭო ამ მიმართულებით?


-ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ დიჯიტალიზაციაზე ყურადღების გამახვილება და ის პოტენციური პროექტები რომელსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით მთავრობას გარკვეულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ეს საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს როგორც ფინანსურ, ასევე დროის კუთხით და ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა ჩვენი ჩართულობა იქნება ქვე-პროექტების კუთხით, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ეფექტურობის ზრდა და დანერგვა კონკრეტული პროექტების დონეზე.



-სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, „100 შეთავაზება ბიზნესს“, რომელშიც თქვენც იყავით ჩართულები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პრობლემურ სახელმწიფო ქონებას იშორებს, ხოლო მნიშვნელოვანი ობიექტები არ გამოაქვს. თქვენი აზრით, რამდენად სწორად მიმდინარეობს ობიექტების შერჩევა-გასხვისება და ბიზნესისთვის რამდენად საინტერესო ობიექტების პრივატიზება ხდება?


-ჩვენი ჩართულობა 2020 წლის დასაწყისში გახლდათ იმ კუთხით, რომ გავუწიეთ ორგანიზება ამ პრეზენტაციის განხორციელებას, მოვიწვიეთ ბიზნესმენები და ასოციაციები. ამ კუთხით, ჩვენი ჩართულობა ბიზნესისთვის ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. პროცესში ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ვერ ჩავერევით, თუმცა შედეგებს აქტიურად ვაკვირდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს წევრ ბიზნეს ასოციაციებს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია.


-რა არის ინვესტორთა საბჭოს 2021-2022 წლების ძირითადი სამოქმედო გეგმა?


-ინვესტორთა საბჭომ 2020 წელს, PwC საქართველოს საშუალებით განახორციელა კვლევა რომელიც ემსახურებოდა COVID-19-ის საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესზე ზეგავლენის შესწავლას. კვლევა ჩატარდა 2 ეტაპად. აპრილის და სექტემბრის თვეებში და მასში ჯამში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილოება. კვლევის მიზანი გახლდათ პანდემიის მასშტაბის და იმ გამოწვევების შესწავლა, რომლის წინაშეც ქართული კომპანიები დადგნენ.
გარდა ამისა, 2021 წლის დასაწყისში ინვესტორთა საბჭოს ინიციატივით, და ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით, EBRD–მ დაიწყო ტექნიკური დახმარების პროექტი - „Covid-19- ის გავლენის შეფასება საქართველოს ეკონომიკაზე და საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება ეკონომიკის აღდგენისთვის. აღნიშნულ დოკუმენტზე ექსპერტები უკვე ასრულებენ მუშაობას და უახლოეს პერიოდში წარედგინებათ ინვესტორთა საბჭოს წევრებს და მთავრობას.


ჩვენს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე დავასრულეთ მუშაობა, გასულ თვეს. მათ შორის, გამოვყოფდი 2 პროექტს. ესაა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარება, რომელიც მოიცავდა ლიზინგის სექტორის განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფუნქციური ანალიზი და გზამკვლევის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტებიც მომზადებულ იქნა ბრიტანეთის მტავრობის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და წარდგენილ იქნა შესაბამისი უწყებებისთვის.


ასევე მინდა აღვნიშნო, კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სექტმებერში დაამტკიცა. ჩვენი წევრების თვალსაწიერში ასევე ხვდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვის საკითხი. კერძოდ უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა შესაბამისი საინვესტიციო გეგმების წარდგენის შემთხვევაში.


აღსანიშნავია კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის მომზადებაშიც აქტიურად იყო ჩართული ინვესტორთა საბჭო. ამჟამად მიმდინარეობს საჯარო-კერძო განხილვები, და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება კანონის მიღებაც.


სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით ინვესტორთა საბჭო მხარს უჭერს როგორც სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას, ასევე დავის გადაჭრის ალერნატიული საშუალებების - არბიტრაჟი, მედიაცია - განვითარების ხელშეწყობას.


ჩვენი აქცენტი კეთდება კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც, რაც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საქართველოში დიდი გამოწვევაა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებებთან და უცხოელ ექსპერტებთან. უახლოეს პერიოდში ერთად წარვადგენთ ინიციატივებს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up