ინვესტიციები 2020 წლის დასაწყისიდან მცირდება, პანდემიას ყველაფერს ნუ დავაბრალებთ - ინტერვიუ ქეთი ბოჭორიშვილთან

ინვესტიციები 2020 წლის დასაწყისიდან მცირდება, პანდემიას ყველაფერს ნუ დავაბრალებთ - ინტერვიუ ქეთი ბოჭორიშვილთან

access_time2021-10-12 10:00:45

ჩაშლილი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, მთავრობის ამბიციური განცხადებები ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგების არასახარბიელო ქვეჯგუფში, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კომერსანტი“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და „ანაკლია სითის“ ყოფილ ხელმძღვანელს ქეთი ბოჭორიშვილს ესაუბრა.

 


— ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ რეალური ინვესტორები მოიზიდოს?

 


ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ეს რეალურად ახალ პერსპექტივას უხსნის ჩვენს ქვეყანას, რადგან ის დამატებითი, დიდი მოცულობის ტვირთები რომლებიც გემების მეშვეობით შედის ქვეყანაში, ერთი მხრივ უფრო ეკონომიურს ხდის მათ გადაადგილებას და მეორეს მხრივ ეს ინფრასტრუქტურა რომ არ არის, უბრალოდ აქტიურად არ ხდება ამ ტვირთების გადაზიდვა. დღეს სტამბულიდან პატარა გემებით ხდება ტვირთების მოწოდება, მაშინ როდესაც ანაკლიის პორტის შემთხვევაში ჩვენც შეგვეძლება დიდი გემების მიღება. ასევე როდესაც მეტი პორტია ქვეყანაში, კონკურენცია იზრდება, ისინი ცდილობენ მეტი ტვირთი მოიზიდონ, რაც ძალიან კარგია.

 


— არსებულს სიტუაციაში რამდენად რელურად მიგაჩნიათ ინვესტორების დაინტერესება?

 


ანაკლიის პორტს ჰყავდა ამერიკელი ინვესტორი, რომელიც, უბრალოდ, ძალიან დაიბნა, რადგან ვერ დაინახა ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა მაშინდელი პრემიერი გახარიასგან. ახლა კი გამუდმებით გვესმის, რომ ტენდერი ცხადდება, თუმცა რაც არსებულ ინვესტორებთან ხელშეკრულება გაწყდა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ჯერჯერობით ტენდერი გამოცხადებული არ არის. მე ვთვლი, რომ რთული მოცემულობა გვაქვს, რადგან ერთი მხრივ არის არბიტრაჟი, მეორეს მხრივ ასევე ხდება არსებული პორტების გაფართოება, რაც ძველი რიცხვების ხელახლა გადახედვას მოითხოვს და მათ დღევანდელ გამოწვევებთან მისადაგებას, შესაბამისად ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ამიტომ თუ დაბალანსება არ მოხდა, არსებულ ინვესტორთან და მომავალ ინვესტორთან, ალბათ ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ცუდია. საჭიროა ყველა ვეცადოთ, რომ ეს პროექტი გამოვიდეს და როგორმე მოხდეს შეთანხმება.

 


თავიდანვე უნდა მოხდეს საერთაშორისო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა, რადგან მსგავი პროექტების განხორციელება ასეთი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან და თავიანთ პირობებს დადებენ, ეს უფრო რეალისტურს გახდის მას. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მთავრობა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის არც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ტენდერი დღეს ან ხვალ დაიწყება, არაფერს გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს, რომ რაიმე კეთდებოდეს რეალური ინვესტორის მოსაზიდად.

 


— ანაკლიის პორტის და ნამახვანჰესის პროექტები ჩაიშალა, როგორი გზავნილია ამ პროექტების ირგვლივ მიმდინარე მოვლენები სხვა ინვესტორებისთვის?

 



ნეგატიური ინფორმაცია ყოველთვის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პოზიტიური, ამიტომ მნიშვნელოვანია მსხვილ ინვესტორებს ფრთხილად მოვეკიდოთ. ნამახვანჰესის ინვესტორი დარეგისტრირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამიტომ ბიზნესმენებისთვის სწრაფად გახდა ხელმისაწვდომი არსებული სიტუაციის დეტალები. გარდა ამისა, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ყველაფერი გაასაჯაროვონ, ამიტომ რა თქმა უნდა ეს საქართველოზე დადებითად არ მოქმედებს. მართალია ქვეყანამ უნდა დაიცვას პოზიციები და ეს გასაგებია, მაგრამ თავდაპირველად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი პროექტები შედგეს, ან თუ ვერ ხდება შესრულება, ისე უნდა მოხდეს ე.წ. „განქორწინება“, რომ დამატებითი ზარალი არ მოუტანოს როგორც ქვეყნის იმიჯს, ისე რეპუტაციას. მსგავსი წარუმატებელი პროექტები შემდგომი ინვესტორების დაინტერესებას რთულს ხდის და დღეს ჩვენ უკვე წარმატებული მაგალითები ძალიან გვაკლია, ამიტომ ახალ ინვესტიციაზე საუბარი რთულია. 

 


მიუხედავად ამისა, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ამბიციური მიზანია, საქართველო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ადგილი მსოფლიო რუკაზე. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები გადაიდგა დღემდე, რომ ამ მიზანს ცოტაი მაინც დავახლოებოდით?

 

,

მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების ავკარგიანობას რიცხვები გამოხატავს. დღეს რომ ჩავხედავთ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას და ასევე ვნახავთ ინვესტორებს, თუ ვინ დებს აქ ფულს, ეს განსაზღვრავს რეალურ შედეგს თუ რას აკეთებს მთავრობა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ინვესტიციები წლიდან წლამდე მცირდება, დაღმავალი პროცესია და მიზეზად საუბარია პანდემიაზე, მაგრამ ყველაზე დიდი შემცირება ინვესტიციების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, როცა პანდემია შემოსულიც კი არ იყო, ამიტომ მას ყველაფერს ვერ დავაბრალებთ. ეს შედეგი, რაც დღეს გვაქვს, წინა წლებში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ პასიურობამ გამოიღო. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შეიძლებოდა პირიქით, გამოეყენებინა პანდემია და იმ ბიზნესმენებისთვის, ვინც დივერსიფიცირება მოახდინეს სხვადასხვა ქვეყნებში, ერთ-ერთი ჩვენ ვყოფილიყავით. საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ და საინტერესო პროექტებზე ბევრი საუბარი, თუ ასეთი ჯერ კიდევ გვაქვს, რათა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება.

 


— საინტერესო პროექტები ახსენეთ და ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ინვესტიციები ქვეყნისთვის და რეალურია თუ არა მისი განხორციელება?

 


მსხვილი საინვესტიციო პროეტები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ქმნის იმ ჯაჭვს, რომ პანდემიის და მსგავსი სირთულეების მიუხედავად, მათ მარტივად არ მოახდინონ თანამშრომლობის გაწყვეტა და ქვეყნიდან ინვესტიციები მარტივად არ გაიტანონ. თუმცა, ამ პროექტზე ძალიან ზოგადი და ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, იქ ნაპირსამაგრი სამუშაოებია საჭირო, ინჟინრულად რთული საქმეა, ამიტომ მას მსხვილი ინვესტიცია სჭირდება, საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რამდენად რენტაბელური და კონკურენტუნარიანი იქნება. კარგია სხვა ქვეყნებიდან საინტერესო პროექტების გადმოღება, მაგრამ ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ, მათ შორის ჩვენს ლანდშაფტს, მოთხოვნას თუ მიწოდებას. ჯერჯერობით რაიმე რეალურ პროექტზე საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის ცნობილი არც გარემოსდაცვითი, არც ინჟინრული და მსგავსი კვლევები. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროქტს სხვების მსგავსად შეფერხება არ ექნება, რადგან ანაკლიასაც და ნამახვანჰესსაც კარგი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი პროექტის განხორციელება ვერც კი დაიწყო. იმედია მსგავსს ბედს ესეც არ გაიზიარებს.

 

— საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომელიც ქართველ ინვესტორებს $100 მლნ-ის ინვესტირების ხალისს უჩენს, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. თქვენი შეფასება...

 


ვისურვებდი, უფრო მეტის სურვილს უჩენდეს, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სულ 1-2 პროექტი თუ მახსენდება. ბიზნესმენებისთვის საჭიროა სტაბილურობა, არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ თუ მინისტრი შეიცვლება მას შეიძლება პრობლემა შეექმნას. თუ დაიწყო ერთ მინისტრთან, ისევე უნდა გაგრძელდეს შემდგომთანაც და პოლიტიკური ცვლილებები მას არ უნდა აფერხებდეს. ასევე მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება, რაც საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრობლემაა და ბიზნესს კარდაკარ უწევს ყველა საბუთზე სირბილი.

 


— ბიზნესგარემოს ხელშეწყობაზე საუბრისას ბიზნეს სახლის ჩაშლილი პროექტიც გვახსენდება...

 


ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის, რათა მათ საქმიანობა გამარტივებოდათ. ერთი ფანჯრის პრინციპი ბევრ ქვეყანაშია და ეს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ იდეაზე, რომ ერთი ქოლგის ქვეშ განხორციელებულიყო ყველა სერვისი, რაც კერძო სექტორს სახელმწიფოსთან აკავშირებს, რათა ბიზნესს გამარტივებოდა საქმიანობის დაწყება და არ დასჭირვებოდა ყველა უწყებაში ცალ-ცალკე სიარული. ამ კრიზისმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის დიჯიტალიზაცია, ელექტრონული სერვისების მიწოდება, ამიტომ პანდემია ამ მხრივ პრობლემა კი არა, ხელშემწყობი უნდა გამხდარიყო. თუმცა კვირიკაშვილის დაწყებული პროექტი, როგორც ჩანს, გახარიასთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და დღემდე გაჩერებულია.

 


— მიუხედავად მინისტრის ზემოთ აღნიშნული პროგნოზისა, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში B ჯგუფს ვერ გაცდა. რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგები და რა მთავარ კრიტერიუმს აქცევენ ისინი ყურადღებას?

 


საერთაშორისო რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორების მოსაზიდად კონკურენცია დიდია. ჩვენ კონკურენციას ნებისმიერ ქვეყნას ვუწევთ, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ინვესტორებამდე ხმის მიწვდენა რთულია, შესაბამისად ვალიდურობა იმისა თუნდაც რა ხდება შენს ქვეყანაში და რა ბიზნეს გარემოა, სწორედ ეს რეიტინგები აწესებენ. შესაბამისად, ყველა რეიტინგი, განსაკუთრებით რამდენიმე მნიშვნელოვანი მათგანი, ეს არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პირდაპირი საზომი. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ბიუროკრატია და გავამარტივოთ ყველაფერი, რაც იქნება ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რეიტინგების გაუმჯობესება მოხდეს და არსებულით არ დავკმაყოფილდეთ, რადგან რაც გვაქვს რეალურად განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეს რეიტინგები შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.  


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up