ინტერვიუ წმ. მიქაელის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს დამფუძნებელ ქართლოს დიასამიძესთან

ინტერვიუ წმ. მიქაელის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს დამფუძნებელ ქართლოს დიასამიძესთან

access_time2020-09-09 10:50:59

რა პრობლემებისწინაშე დგას “წმ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო” რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი არსებობის ისტორია გააჩნია?


“წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალ პროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” რომელიც მოიცავს ყოფილი “მიხაილოვისა” და #2 მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ნაზავს. 2010 წლიდან კლინიკა განაგრძობს ფუნქციონირებას ახალ მისამართზე ლუბლიანას ქ #18-ში. მიუხედავად იმისა რომ კლინიკა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, ბოლო წლების განმავლობაში რიგი პრობლემები შეექმნა.


 ინტერვიუ, დამფუძნებელ ქართლოს დიასამიძესთან:


-გთხოვთ გვითხრათ, რამდენი წელია რაც ამ კლინიკას ხელმძღვანელობთ,  როგორ მოხვდით ამ ბიზნესში და რა შეიძლება გვითხრათ არსებული პრობლემების შესახებ?


პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ 2010 წელს როდესაც იგეგმებოდა ყოფილი “მიხაილოვისა” და #2 მრავალპროფილიანი კლინიკების ფართების გასხვისება, სახელმწიფოს მიერ მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, აგრეთვე, იძებნებოდა ინვესტორი. არსებულ სიტუაციაში გადავწყვიტე, სრულად ამეღო პასუხისმგებლობა ამ პროექტის განხორციელებაზე, რაც კონკრეტულად გულისხმობდა: სახელმწიფოს მიერ ახალი შენობის გამოსყიდვა( 2 000 000$), არსებული კლინიკებიდან მედპერსონალის სრულად გადმოყვანა და ყველა პირობის შექმნა კლინიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების გასაგრძელებლად. აგრეთვე ვალდებულება, პროფილის შენარჩუნება 7 წლის ვადით, რაც დღემდე სრულდება.



1) რაც შეეხება პრობლემებს: მოგახსენებთ რომ ჩვენი კლინიკა ისევე როგორც სხვა თითქმის ყველა ჩართული ვართ სახელმწიფოს მიერ არსებულ პროგრამაში, რაც გულისხმობს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის 100% იან დაფინანსებას. ამ პროგრამაში ფასები ფიქსირებულია სახელმწიფოს მიერ. 2013-2014 წლიდან როდესაც დაიწყო ლარის კურსის ინფლასია, რამაც გამოიწვია მედიკამენტის გაძვირება, კომუნალურის და სხვა რიგი მომსახურების გაძვირება და ფასები კონკრეტულ პროცედურებზე იგივე დარჩა. აქედან დაიწყო პირველი პრობლემები შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე. აგრეთვე შეუძლებელი გახდა შიდა ინვესტირებიდან კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა.


2) 2020 წლამდე ახლად გახსნილ კლინიკებს არსებულ პროცედურებზე შეეძლოთ შეეთავაზებინათ თავისი შეხედულებისამებრ გაზრდილი ფასები. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულად ჩართულ ძველი კლინიკებისთვის ფასები უცვლელი რჩებოდა, რამაც გამოიწვია კლინიკიდან რამოდენიმე წამყვანი სპეციალისტის წასვლა.


3) 2020 წელს ჯანდაცვის მიერ გადახედილ იქნა მომსახურების ფიქსირებული ფასები და გაზრდის ნაცვლად უმეტესობა შენარჩუნდა, ნაწილზე კიდევ დააკლდა ფასები, რამაც იძულებული გაგვხადა კატასტროფულად შეგვემცირებინა ხელფასები. ამას თან ერთვის სახელმწიფოს მიერ 5-6 თვიანი დავალიანების არსებობა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ხელფასების დავალიანებაზე. ამას კიდევ დაემატა პანდემია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია.


-რა ცვლილებები განახორციელეთ ამ პერიოდში?

მოგეხსენებათ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, კლინიკაში მოძიებულ იქნა სესხები და დამატებულ იქნა პროფილები. კარდიოქირურგია, ონკოქირურგია, ონკოლოგია, ანგეოლოგია, დერმატოლოგია, მაგნიტო რეზონანსული აპარატი. ასევე, უკვე შესაძლებელია ცხელი ქიმიის გზით  ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ერთადერთია საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.


-რაში ხედავთ გამოსავალს?

სახელმწიფოს მიერ 100% ით გადაუდებელი დახმარების დაფინანსება ძალიან დიდი ტვირთია, რისი ფუფუნებაც წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც კი ბევრს არ აქვს. ეკონომიკური კრიზისის გამო, დამატებითი სახსრების მოძიება შეუძლებლად მიმაჩნია.

ჩემი აზრით, თუ სახელმწიფოს არ აქვს  იმის რესურსი, რომ ზემოთაღნიშნული 100% -ით დააფინანსოს, ამ შემთხვევაში სწორად მიმაჩნია პროცენტის  შემცირება ან რაიმე სადაზღვეო სისტემის დაინერგვა, რაც დაეხმარება სახელმწიფოს ამ ტვირთის ზიდვაში.


თათია შაიშმელაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up