ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ინტერვენციების პარალელურად რეფინანსირების სესხების მიწოდება აბსოლუტურად ცხადი ლოგიკაა“

ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ინტერვენციების პარალელურად რეფინანსირების სესხების მიწოდება აბსოლუტურად ცხადი ლოგიკაა“

access_time2020-12-08 11:00:57

კომერსანტმავრცელი ინტერვიუ ჩაწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან საქართველოს ეკონომიკის გამოწვევების, პანდემიის გავლენის, საბანკო სექტორის მდგრადობის ანალიზის, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივის, მაღალი დედოლარიზაციის პრობლემის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემების შესახებეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვრცელი ინტერვიუს ბეჭდურ და ვიდეო მასალასკომერსანტიმომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, სადაც კობა გვენეტაძე კრიტიკოსებს პასუხობს, თუ რატომ ახორციელებს ეროვნული ბანკი ერთდროულად ერთი მხრივ, ინტერვენციას, მეორე მხრივ, კი გასცემს რეფინანსირების სესხებს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ინტერვენციები ანუ ლარის ამოღება უცხოური ვალუტის გაყიდვის გზით და მეორე მხრივ, რეფირანსირების სესხების მიწოდება ინდუსტრიისთვის, აბსოლუტურად ცხად ლოგიკას ექვემდებარება. 

 

„აბსოლუტურად ცხადი ლოგიკაა. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები დიდი ხნის განმავლობაში არაადეკვატური იყო. არსებობს შეფასების კრიტერიუმები. ეს არის საერთაშოირსო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული და ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს რეზერვები 2019 წლის ჩათვლით არაადეკვატური იყო. რეზერვების ადეკვატური დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სისტემისადმი ნდობისათვის, რაც პირდაპირ აისახება ინვესტორების განწყობაზე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ბუნებრივია, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. საერთო ჯამში დაახლებით 450 მილიონი დოლარის რეზერვები შევიძინეთ და აქედან გამომდინარე, საქართველოს რეზერვები დაუახლოვდა მის ადეკვატურ დონეს, რაც შესაბამისია ასეთი ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის. ჩვენ მივუახლოვდით მხოლოდ ქვედა ზღვარს. კრიტიკოსები იყვნენ მაშინაც და არიან დღესაც.



ჩვენ რომ არ გვქონოდა ის შესყიდვები, დღეს არ გვექნებოდა გაყიდვის საშუალება. როცა ქვეყანას აქვს ადეკვატური რეზერვები, მაშინ ინვესტორები, უფრო მოდიან ქვეყანაში და უფრო დაბალი პროცენტის სესხს აძლევენ მას. ჩვენ რომ არ განგვეხორციელებინა ასეთი პოლიტიკა, ვერც იმ დახმარებას მივიღებდით, რაც აუცილებელია ფისკალური სტიმულისთვის, რომ გავუმკლავდეთ პანდემიას და მეორე, იმ დაფინანსებასაც რომელსაც ვიღებთ მაღალი პროცენტით მივიღებდით“, - განმარტა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეფირანსირების სესხები არის ლიკვიდობის  მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ მათი მოკლევადიანი ვალდებულებები გადააქციოს გრძელვადიან სესხებად.

 

„რეზერვების დაგროვება იყო აუცილებელი და ახლა არის რეზერვების ხარჯვის დრო, ამ დახარჯვასაც ვერ შევძლებდით ის სწორი პოლიტიკა რომ არ გაგვეტარებინა. ძალიან ხშირად არის ხოლმე აღრევა რეფირანსირების სესხებთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ იღებს ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე მხრივ, რეფირანსირების სესხებს აწვდის. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირება, არ გვაქვს მონეტარული თარგეთირება, მაშინ როდესაც ფინანსური სექტორი ვითარდება და ეკონომიკა იზრდება, ფულადი აგრეგატების კორელაცია არ ახსნის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. შეიძლება ერთი მხრივ, სხვადასხვა ცვლადები იყვნენ კორელაციაში, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ხსნიდნენ. შეიძლება ნებისმიერ ორ ცვლად შორის იყოს კავშირი, მაგრამ ერთი აბსოლუტურად არ ხსნიდეს მეორეს. ფინანსური ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს. 2008 წლისგან იმით განვსხვავდებით რომ ფინანსური სექტორი იყო მიზეზი გლობალური პრობლემებისა, ახლა ფინანსურმა სექტორმა პირიქით უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.


რეფირანსირების სესხებს რაც შეეხება, იგი არის ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ მათი მოკლევადიანი ვალდებულებები გადააქციოს გრძელვადიან სესხებად. სანამ რეფირანსირების სესხები შემოვიდოდა, გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ლარში არ არსებობდა, ეს არის ის აუცილებელი რის გარეშეც ჩვენ მუდმივად გვექნება მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები, რაც მეტ მოთხოვნას შექმნის დოლარზე და გაზრდის დოლარიზაციას. ამავე დროს როდესაც არსებობს რეფირანსირების სესხები, იგი სტიმულს უქმნის კომერციულ ბანკებს, რომ ლარში მოიზიდოს დეპოტიზები, როცა ლარზეა მოთხოვნა, ეს მოქმედებს დედოლარიზაციაზე. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება ბანკების ლიკვიდურობის მართვა“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up