ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებების დასადებად კომპანიებს 4 თვე აქვთ

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებების დასადებად კომპანიებს 4 თვე აქვთ

access_time2018-05-11 12:25:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების შესახებ დადგენილება მიიღო. მარეგულირებლის ინფორმაციით, კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ, დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს.

 


ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე კომისია უკვე 10 თვეა მუშაობს. კომისიის მიზანია მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდეთ ინტერნეტის ხარისხი და იმ თანხის ადეკვატური მომსახურეობა მიიღონ, რასაც პაკეტებში იხდიან. ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებ-გვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 


სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.


 

 

 

 

 

 



პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი
person access_time2018-05-23 09:00:00
   აზბესტი – ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს 53-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც აკრძალა, ქვეყანაში მაინც შემოდის. როგორ და საიდან ხვდება ეს მინერალი ჩვენს ქვეყანაში და რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანების ჯანმრთელობაზე - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის  და ინოვაციების და განვითარების ფონდის ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა“, წამყვანმა თამთა შამათავამ, „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი კუპატაძემ, ნავთობპროდუქტების...


მსგავსი სიახლეები

up