ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

access_time2021-09-25 10:28:02

ამერიკული ორგანიზაციის Freedom House - ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით".  
აღსანიშნავია, რომ საქართველო ინდექსში უსწრებს ისე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვ. 2011 წელს საქართველოს ჰქონდა „ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტ სივრცის" სტატუსი, 2012 წელს კი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი ეკავა.
2021 წლის დეტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ განაგრძობს ზრდას მოსახლეობის მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი, რომლის დასტურად მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება და 2020 წლის იანვარში საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა. 
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, საუბარია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება ტელეკომ ოპერატორებისთვის, აგრეთვე საპილოტე პროექტის დასრულება ოზურგეთში, სადაც 49 დასახლებულ პუნქტში, 29 000 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინტერნეტი და მეორე საპილოტე პროექტის დაწყება ქობულეთში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არ არსებობს გენდერული სხვაობა მათ შორის, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს, ქალაქებში კი სახეზეა ინტერნეტ ქსელების დაფარვისა და  მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი. 
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების განხორციელება თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობებში და მობილური ოპერატორების მიერ სპეციალური იაფი ტარიფების შეთავაზება ონლაინ სწავლისთვის. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა ინტერნეტ კავშირზე, ხოლო საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კერძო კომპანიების მფლობელობაშია. კერძოდ, 2021 წლის მარტის მდგომარეობით ავტორიზებულია 152-ზე მეტი ინტერნეტ პროვაიდერი და ყველა მათგანი კერძო საკუთრებაშია. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ  ინტერნეტ მომხმარებლებს არ ექმნებათ შეზღუდვები ვებსაიტებზე წვდომის, კონტენტის ატვირთვის ან ჩამოტვირთვის, სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციის ფორუმების, სოციალური მედიის და შეტყობინებების პროგრამების საშუალებით, ხოლო ონლაინ შინაარსი არ ექვემდებარება წაშლას და მთავრობის მოთხოვნა ონლაინ შინაარსის ამოღების შესახებ იშვიათია. 
ანგარიშის თანახმად, Facebook - ის, Google - ისა და Twitter - ის გამჭვირვალობის უახლესი ანგარიშები ცხადყოფს, რომ Freedom on the net 2021 - ის ანგარიშის პერიოდში მთავრობამ არ გასცა წაშლის მოთხოვნა. 
გარდა ამისა, მოსახლეობა აგრძელებს ელექტრონული სამთავრობო სერვისების გამოყენებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს, 179 საჯარო სერვისი გაციფრულდა და დაემატა პლატფორმას (MY.GOV.GE). დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ 2018 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც აცხადებს ინტერნეტზე წვდომას, როგორც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up