ბრაუზერი Internet Explorer-ი არსებობას წყვეტს, - განცხადებას კომპანია Microsoft-ი აკეთებს.
უკანასკნელი ვერსია Internet Explorer-ი 11, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა დეველოპერებმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტეს.
მომავალ წლამდე 300-ზე მეტი აპლიკაცია, რომელიც აქამდე Internet Explorer-ზე იყო მიბმული, გაუქმდება, ან სხვა ბრაუზერებზე გადაწეყობა.
Microsoft-ი მომხმარებელს Edge-ზე გადასვლას სთავაზობს. ბრაუზერი მუშაობას 2021 წლის 17 აგვისტოს შეწყვეტს.
imedinews.ge