„ინტერკო თრეველი“: ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა

„ინტერკო თრეველი“: ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა

access_time2016-07-18 16:40:42

თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა  - ამის შესახებ საქართველოში ავიაკომპანია "ეარ კაიროს" გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის ტურ ოპერატორ „ინტერკო თრეველი“-ს განცხადებაშია აღნიშნული.

 

საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ტურისტული ნაკადი თბილისიდან ეგვიპტურ საზღვაო კურორტებზე ისევ აქტიურია.

 

„უკვე ერთი წელია თბილისიდან ეგვიპტის (ჰურგადის) მიმართულებით, რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია „Air Cairo“ სტაბილური და უსაფრთხო ბოინგებით ახორციელებს, რომლებიც რეგულარულ შემოწმებას გადის, აკმაყოფილებს და მკაცრად იცავს საერთაშორისო რეგულაციებით დადგენილ ყველა ტიპის სტანდარტს... დღეისათვის, "ეარ კაირო" ყოველკვირეულად ახორციელებს დაახლოებით 110 ფრენას სხვადასხვა ადგილობრივი და  საერთაშორისო მიმართულებით.“ – აცხადებენ  "ინტერკო თრეველში" .



ეგვიპტური მხარის ცნობით, ტურისტულ ზონებში და სასტუმროში დამატებითი შემოწმების და დაცვის პუნქტებია შექმნილი. მიღებული ზომები შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო და უსაფრთხოების ექსპერტების რეკომენდაციებსა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO-ს სტანდარტებს (International Civil Aviation Organization), რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ დაისვენონ ტურისტებმა ეგვიპტის კურორტებზე.


ავიაკომპანიებს ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არანაირი მითითება და რეგულირების ახალი ნორმა არ მიუღიათ, რაც იმ მოსაზრებას აძლიერებს, რომ ეგვიპტის მიმართულებით ფრენები და ტურისტების გადაადგილება უსაფრთხოდ და სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს“ – აცხადებენ „ინტერკო თრეველში“. 


ქართველ დამსვენებლებში ეგვიპტე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს: 12 თვიანი სეზონი, ხელმისაწვდომი ფასები, ტურისტული მიმართულების სიახლოვე კავკასიის რეგიონთან, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომები საკურორტო ზონებსა და მთლიანად ქვეყანაში, უმაღლესი ხარისხის სერვისი და სასტუმრო ქსელის დახვეწილი ინფრასტრუქტურა, გართობის მრავალფეროვნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია, შესაბამისად წელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული და რეკომენდირებული, სწორედ ეგვიპტის ტურისტული მიმართულებაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


 




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up