ინტერესთა კონფლიქტი, კვალიფიციური კადრების პრობლემა - კიდევ რა რისკებს შეიცავს აუდიტის შესახებ კანონპროექტი?

ინტერესთა კონფლიქტი, კვალიფიციური კადრების პრობლემა - კიდევ რა რისკებს შეიცავს აუდიტის შესახებ კანონპროექტი?

person access_time2016-05-27 17:00:22

 

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს, აუდიტორულ კომპანიებს შენიშვნები აქვთ. შესაბამისი რეკომენდაციებით წამყვანმა კომპანიებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს მიმართეს.

 

კომპანიები არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ აუდიტის რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა იყოს. წერილში, რომელიც აუდიტორულმა კომპანიებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიწერეს, აღნიშნულია, რომ რომ აუდიტის რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანო დამოუკიდებელ უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკები. მათი განმარტებით, აუდიტორული ფირმები მოერიდებიან დავას ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის ხელშიც თავად ამ აუდიტორიული კომპანიის ოპერირების უფლება იქნება.

 

გარდა აუდიტორული საქმიანობისა ყველა აუდიტორული კომპანია თავის კლიენტებს აწვდის პროფესიული მომსახურებების ფართო სპექტრს. ეს მომსახურებები ხშირად გულისხმობს კლიენტების დაცვას ფინანსთა სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვებში და დავებში. აუდიტორული კომპანიებისთვის შეუძლებელი გახდება კლიენტების ობიექტური დაცვა და დავა ორგანოსთან, რომლის ძალაუფლების არეალშია აუდიტორული კომპანიისთვის ოპერირების უფლების მინიჭება/წართმევა“,- აცხადებენ აუდიტორული კომპანიებში.


სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს რეალობისა და რისკების გათვალისწინებით ეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი რეგულატორის შექმნა.

 

 საქართველოში უკვე ჩამოყალიბებულია მარეგულირებელი ორგანოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების პრაქტიკა (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, და ..). არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა სტრუქტურა აუდიტისა და ანგარიშგების სფეროების რეგულირებისას; საქართველოში უკვე გვქონდა წარუმატებელი მცდელობა არაადეკვატურად დაფინანსებული აუდიტის მარეგულირებელი ორგანიზაციის არსებობისა, რომელიც პირდაპირ პარლამენტს იყო დაქვემდებარებული“,- აცხადებენ აუდიტორული კომპანიები.

 


მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს ძალიან მჭიდრო ვადებს აუდიტის ხარისხის კონტროლის შემოწმებებისათვის, ხოლო აუდიტორებისა და ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის - ახალი კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.

 

ასევე, კანონპროექტით შექმნილ მარეგულირებელს ეძლევა გარკვეული დროებითი უფლებები აუდიტორების პირველადი რეესტრის შესაქმნელად, რაც, აუდიტორიული კომპანიების შეფასებით, სახიფათოა.

სახიფათოადროებითიუფლებების მინიჭება მარეგულირებლისთვის, სანამ არ იქნება სრულად გაწერილი და მიღებული აუდიტორების ხარისხის კონტროლის შემოწმების წესები. მთლიანი კანონმდებლობა იქმნება ზუსტად იმ მიზნით, რომ მარეგულირებელს შეექმნას საკმარისი საფუძველი აუდიტორის უფლებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად“,- აცხადებენ აუდიტორიული კომპანიები.

 

მათ ასევე პრობლემად მიაჩნიათ მარეგულირებელ ორგანოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების მოზიდვაც. მათი განცხადებით, შეუძლებელია, სპეციალისტებისთვის ისეთი ანაზღაურების შეთავაზება, რომელიც  სათანადო კვალიფიკაციის კადრების მოზიდვას უზრუნველყოფს.

 

„აუდიტის ხარისხის შესამოწმებლად აუცილებელია ამ სფეროს დეტალური ცოდნა. ითვლება, რომ ხარისხის შემმოწმებელი შეიძლება იყოს აუდიტის უფროსი მენეჯერის პოზიციის მქონე პირი, რომელსაც აქვს პრაქტიკული აუდიტის კეთების 7-10 წლიანი გამოცდილება მაინც. საქართველოში, აუდიტის პროფესიას არ გააჩნია ამგვარი სიღრმე, რესურსის არქონის გამო. აუდიტორულ კომპანიებშიც კი პარტნიორები და უფროსი მენეჯერები ხშირად უცხოელი სპეციალისტები არიან. ასეთი პროფესიული რესურსის ღირებულება საკმაოდ მაღალია და მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო ნიხრებს“,- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი აუდიტორიული კომპანიების წარმომადგენლები: ჯონ რობინსონი მმართველი პარტნიორი შპს დელოიტი და ტუში (Deloitte and Touche LLC); რუსლან ხოროშვილი მმართველი პარტნიორი შპს იუაი საქართველო (EY Georgia LLC); ენდრიუ კოქსშელი მმართველი პარტნიორი შპს ქეიფიემჯი ჯორჯია (KPMG Georgia LLC); ალტაფ ტაპია მმართველი პარტნიორი ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი- ფილიალი საქართველოში (PricewaterhouseCoopers Central Asia and Caucasus B.V. Georgia Branch); ივანე ჯელია მმართველი პარტნიორი შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია (Baker Tilly Georgia Limited); ზურაბ ლალაზაშვილი მმართველი პარტნიორი შპს ბიდიო (BDO LLC); რევაზ ძაძამია დირექტორი შპსკონსაუდი“ (Ltd Consaudi); თემურ ფარცხალაძე მმართველი პარტნიორი შპს კროუვ ჰორვასი (Crowe Horwarth GE LLC); ნელსონ პეტროსიანი მმარველი პარტნიორი შპს გრანდ ტორნტონ ახვლედიანი (Grant Thornton Akhvlediani LLC); მიხეილ აბაიაძე პარნტიორი შპს მორისონ ჯორჯია (Morisson Georgia LLC); გიორგი კვინიკაძე მმართველი პარტნიორი შპს ერესემ საქართველო (RSM Georgia LLC).


კანონპროექტის მიხედვით, აუდიტორებზე - აუდიტორულ ფირმებზე, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას სამომავლოდ პროფესიული ორგანიზაციების მაგივრად სახელმწიფო განახორციელებს. ამ მიზნით შეიქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სააგენტო. რა დაჯდება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება, ცნობილი არ არის.


მთავრობა კანონის ამოქმედების შედეგად ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს ელოდება. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,  კანონპროექტით გათვალისწინებულია სამართალდღარღვევებისათვის შესაბამისი სანქციები, რაც განაპირობებს სამომავლოდ (2018-2019 წლიდან) ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის რეგულაციას დაქვემდებარებულ სფეროში მსგავსი ტიპის სანქციები არ არსებობდა და არ არის პირთა/სუბიექტთა დაჯარიმების პრაქტიკა,  კონკრეტულად რამდენად მოახდენს აღნიშნული პროცესი გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის ავტორები ვერ აკონრეტებენ.

 


 

 

 




„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up