ინტერაქტიული ტელევიზია, ანუ სასტუმროს ნებისმიერ სერვისზე პულტით წვდომა

ინტერაქტიული ტელევიზია, ანუ სასტუმროს ნებისმიერ სერვისზე პულტით წვდომა

access_time2020-01-19 12:00:51

„თუ ადრე ეს იყო დამატებითი ფუნქცია და ფუფუნების საგანი, ახლა ინტერაქტიული, სასტუმროზე ბრენდირებული IPTV არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სერვისი, რომელიც ყველა საშუალო და მაღალი დონის სასტუმროში უნდა იყოს“, – ამბობს ანტონ შავთვალიშვილი, IT კომმპანია SNS–ის გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი. ამ მოსაზრების არგუმენტად კი, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდა მოჰყავს და მათი სტუმარ-მასპინძლობის მოლოდინი საქართველოში ჩამოსვლისას.


და რა არის IPTV? – ესაა ინტერაქტიული ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც, სასტუმროს სტუმრებს ძალიან მარტივად, პულტითვე შეუძლიათ სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, მაგალითად: სასტუმროს რესტორნიდან კერძის ოთახში გამოძახება, მასაჟი ან სპა თერაპიის დაჯავშნა, ღვინის მარანზე ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა ტურის დაჯავშნა თუ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამინდის პროგნოზი. გარდა ამისა, სათხილამურო კურორტების სასტუმროებზე მორგებული სპეციალური ფუნქცია, სადაც სტუმარს შეუძლია, რეალურ დროში ტელევიზორიდან ნახოს, რა ხდება სასრიალო ტრასაზე (თოვლის რაოდენობა, დატვირთულობა) და სხვა მრავალი ფუნქცია (სერვისების ჩამონათვალი სრულად ნახეთ ბმულზე).


ყველაფერი კი დაიწყო ასე: 2011 წელს, სამმა ტექნიკური გამოცდილების მქონე მეგობარმა – სატელეკომუნიკაციო და აიტი სფეროში გამოცდილმა ექსპერტებმა – IT კომპანია შექმნა, რომელსაც რთულ და საინტერესო IT პროექტებზე უნდა ემუშავა.


ერთ-ერთი პროექტი იყო სასტუმრო, სადაც ლოკაციის გამო, ჩვეულებრივი ტელევიზიის გამოყენება შეუძლებელი იყო. ამიტომაც, ალტერნატიული გადაწყვეტილების მოძებნა მოგვიწია და ამ პროცესში ბრიტანული კომპანია აღმოვაჩინეთ, რომელიც ბაზარზე საუკეთესო IPTV გადაწყვეტილებას აწარმოებს.


შემდგომ შეთავაზებები რამდენიმე სასტუმროსთან დავაგზავნეთ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სასტუმროს მფლობელებს IPTV-ზე მოთხოვნა ჰქონდათ და ჩვენ სწორ დროს სწორ ადგილას სწორი პროდუქტით აღმოვჩნდით.


იმის გამო, რომ ბაზარზე, პრაქტიკულად, ვერცერთი კომპანია ვერ სთავაზობდა მათ პრობლემის სრულ გადაწყვეტას და სასტუმროებს უწევდათ პროფესიონალების საზღვარგარეთიდან დაქირავება, ჩვენი შესაძლებლობებით – IPTV-ს ფუნქციონალითა და მოხმარების სიადვილით – ბაზარზე ლიდერები გავხდით, – ანტონ შავთვალიშვილი.


-ანტონ, უფრო გარკვევით რომ აგვიხნათ, რა არის თქვენს მომსახურებაში უნიკალური?


-მოკლედ რომ ვთქვათ, ხარისხი, სისწრაფე და სიმარტივე არის ჩვენი მთავარი უპირატესობები.დღესდღეობით, COTT Hotelier IPTV არის ტექნოლოგიურად მოწინავე, ამავდროულად, მარტივად დასაინტეგრირებელი მოწყობილობა. და რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ „მარტივს“ – სხვა სისტემებისგან განსხვავებით, COTT Hotelier საჭიროებს მხოლოდ ერთ სერვერს, რომელიც ყველაფერს მოიცავს და საშუალებას გვაძლევს:



სასერვერო ოთახში დიდი სივრცე არ დაიკავოს (რომელიც ხშირად შეზღუდულია);
მარტივად დავაინსტალიროთ და სულ რამდენიმე დღეში გავუშვათ;
რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სისტემის ცენტრალიზებულობა ხელს გვიწყობს, პრობლემა სწრაფად გამოვლინდეს და შესაბამისად, სწრაფადვე აღმოიფხვრას.
სერვისებს ავტომატური განახლების ფუნქცია აქვს და ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებზე მორგებულ მომსახურებას ქმნის, ამავე დროს, სასტუმროს მენეჯმენტის ცხოვრებასაც საგრძნობლად ამარტივებს.


ჩვენი IPTV-ს დიზაინი იქმნება პერსონალურად თითოეული სასტუმროსთვის, რომ სრულად მორგებული იყოს მათზე.


-მოგვიყევით თქვენს კლიენტებზე… ვინ არიან ისინი? და თუ შეგიძლიათ, კომპლექსური პრობლემის გადაჭრის კუთხით, თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გაგვიზიაროთ…


-ჩვენი კლიენტები არიან როგორც პატარა ბუტიკ სასტუმროები, ისე საშუალო და დიდი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები.რაც შეეხება ჩვენს ერთ-ერთ ძალიან დიდ მიღწევას, ესაა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სასტუმრო ORBI-ს აპარტ ოტელებში 10 000-ზე მეტ ნომერში COTT ინტერაქტიული ტელევიზია დავაყენეთ.


დღეს, ORBI-ს სტუმრებს, ტელევიზორის ჩართვისას, შეუძლიათ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება ტაუერის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე, ასევე ამ სერვისებთან ინტერაქცია ნომრიდან გაუსვლელად. გარდა ამისა, სპეციალურად „ორბისთვის“ შემუშავებულმა აპლიკაციამ მათ ვიზიტორების ნაკადების მართვის პრობლემა გადაუწყვიტა – ესაა სწრაფი Check – out სისტემა, რომელიც რეცეფციას განტვირთავს.

-როგორ გგონიათ, ფუნქციონირების განმავლობაში, როგორ შეიცვალა თქვენი, როგორც IT კომპანიის როლი ბაზარზე? გვიამბეთ მიმდინარე გამოწვევებსა თუ განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებულ ხედვებზე…


-ამ მომენტისათვის შეკვეთების უწყვეტი ნაკადები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ 1 წლის წინ თუ მხოლოდ დისტრიბუტორები ვიყავით, დღეს, ამ სტატუსს გავცდით, რადგან ჩვენი დეველოპმენტ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე მორგებული ახალი ფუნქციების შექმნაზე მუშაობს.



ტელევიზიაზე გეტყვით, რომ თვითონ სისტემა მუდმივად ვითარდება და ჩვენი მომხმარებლები, ექსკლუზიურ წვდომას იღებენ ამ განახლებებზე.


2020 წელს, ვგეგმავთ, ჩვენს აუდიტორიას ვიდეოანალიტიკის მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლებს, სხვადასხვა დაწესებულებას მის მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს:


ადამიანების ტრაფიკი და მათი კლასიფიცირება წლოვანებით, სქესითა და სხვა პარამეტრებით;ტრაფიკის კონვერსიები გაყიდვებში და სხვა მრავალი ფუნქცია, რომლებიც შემდეგ დამუშავდება.
ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე დიდი კომპანიის პირად დაკვეთაზე და მათ ინდუსტრიულ პროგრამას ვუმზადებთ.



marketer.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up