«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

access_time2021-12-01 11:10:27

რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო დავა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-ს და საქართველოს შორის რუსული კომპანიის სასარგერბლოდ დასრულდა - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 


საჩივარი შეიტანეს «Интер РАО»-ს შვილობილმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესი“ და „ხარმიჰესი-2“-ს ფლობენ.

 


2017 წელს ისინი მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან 125 მლნ. ლარის კომპენსაციას იმ ზიანის გამო, რომელიც მათ ლარის გაუფასურებამ მოუტანა. რუსულ კომპანიაში აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილებამ მათ ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

 


კერძოდ, საუბარია მარეგულირებელი კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია შეცვალა და ახალი პირობების თანახმად, ტარიფში ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მიღებული ზარალის კომპენსირება არ ჩაიდება.

 


2016 წელს «Интер РАО»-მ ლარის დევალვაციის გამო ტარიფის გადახედვა მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო.

 



რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრის ვადიმ ჩუბაროვის თქმით, კომპანიის წარმატება განაპირობა ქართული მხარის მიერ რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევამ.

 


„საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება გადაწყვეტილებას დათანხმდეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში კომპანია ინვესტირებას განაგრძობს, საქართველო კი დაადასტურებს რომ ინვესტიციებისთვის ღია რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე კომპენსაციის გადახდაზე უარს იტყვის, შესაძლოა მის უცხოურ აქტივებს ყადაღა დაედოს“, - ამბობს ჩუბაროვი.

 


 ქართველი იურისტის ლია მუხაშავრიას თქმით, როგორც არბიტრაჟის მიმდინარეობა, ასევე «Интер РАО»-სთან დადებული ხელშეკრულების დეტალები დახურულია, ამიტომაც მხარეების შანსების შეფასება დღეს საკმაოდ რთულია.

 


„თუ ქართულ მხარეს შესაბამისი არგუმენტაცია გააჩნია, გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს, თუმცა, ხელისუფლება ამგვარ დავებს, როგორც წესი, მალავს და ინფორმაციას წაგებული საქმეების შესახებ უცხოური მას-მედიიდან ვიღებთ. რაც შეეხება კონტრაქტს, უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც წამგებიანი ხელშეკრულება გააფორმა“, - თვლის იურისტი.

 


კითხვების მთავარი ადრესატია თბილისის დღევანდელი მერი და იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც ამჟამად კერძო ბიზნესში საქმიანობს.

 


 სწორედ მათ გააფორმეს კონტრაქტი, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს.

 


რუსული მას-მედიას ინფორმაციით, «Интер РАО» მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს, და 2022 წლის მარტში კომპენსაციის თანხის 100 მლნ. დოლარამდე გაზრდას აპირებს.

 

Ekhokavkaza.com


თეგები:
არბიტრაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up