ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი თბილისში

ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი თბილისში

access_time2022-01-18 09:50:33

დღეს, თბილისში, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ვაჟა-ფშაველას 46-ში, დელისის მეტროს მიმდებარედ მდებარეობს. განახლებულ დელისის ფილიალში ინტელიექსპრესის მომხმარებლბები, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, შეძლებენ 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.


ინტელიექსპრესი მსოფლიოში ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. მისი მრავალფეროვანი ფინანსური სერვისებით სარგებლობა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. აღნიშნული სერვისები მოიცავს: სწრაფ ფულად გზავნილებს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, თანხის  გადარიცხვას საბანკო ანგარიშზე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე საუკეთესო ტარიფით, 1 სამუშაო დღეში, დაზღვევის დამატებითი ხარჯის გარეშეა შესაძლებელი. განახლებული ფილიალი მომხმარებელს ასევე სთავაზობს სალომბარდე და იპოთეკურ სესხებს, ვალუტის კონვერტაციას, კომუნალურ და სხვა სახის გადახდებს. ინტელექსპრესში, მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კონკურენტული ტარიფებითა და ინდივიდუალური შეთავაზებებით.





როგორც ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. საქართველოს გარდა, კომპანია ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში. ფულადი გზავნილების კომპანიის სერვისი, აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ხელმისაწვდომია ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაში.



საქართველოში ინტელიექსპრესის ფილიალების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.


(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up