ინტელექტუალური საკუთრება, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და საფასური - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

ინტელექტუალური საკუთრება, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და საფასური - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

access_time2019-05-18 14:00:21

ინტელექტუალური საკუთრება, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის წესი და მომსახურების საფასური, ამ თემებზე ისაუბრა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“,  საქპატენტის დავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თამუნა ჯაფარიძემ.

„ინტელექტუალური საკუთრება სამრეწველო საკუთრებად და საავტორო უფლებებად იყოფა. სამრეწველო საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, გეოგრაფიული აღნიშვნები, ადგილწარმოშობის დასახელებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები და ა.შ. ამ ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება საქპატენტში. კომპანიები სასაქონლო ნიშნების მეშვეობით იძენენ გარკვეულ ბენეფიტებს, პოპულარობას, რეპუტაციას, თუმცა არსებობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც, რომლებიც ცდილობენ მიითვისონ ეს ნიშნები და დაუმსახურებლად მიიღონ ეკონომიკური ბენეფიტები.

სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს სიმბოლოს ან სიმბოლოთა კომბინირებულ ერთობლიობას, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან მომსახურებას, სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისგან. მისი ფუნქციაა ასევე ისიც,რომ  მომხმარებელმა  დაუკავშიროს კონკრეტული საქონელი ან მომსახურება  მწარმოებელს. სასქონლო ნიშანი შეიძლება იყოს: სიტყვა, ადამიანის სახელი, ციფრები, ასოები.

რეგისტრაციის დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ,რომ არსებობს თუ არა რეგისტრაციის უარის თქმის საფუძველი. დარეგისტრირების მსურველებს საქპატენტის გვერდზე, სპეციალურ ძიების ველში შეუძლიათ მოძებნონ, არის თუ არა კონკრეტული სასაქონლო ნიშანი უკვე დარეგისტრირებული. ნიშანზე უფლების მოპოვება რეგისტრაციის გზით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხდება.

რეგისტრაციის ორი პროცედურა არსებობს. პირველი, სტანდარტული წესით 12 თვეს მოიცავს, მეორეა დაჩქარებული წესი. განაცხადის შემოტანა ხდება ადგილზეც და ელექტრონულადაც, ამ უკანასკნელის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება არსებობს. განაცხადი აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე და იგი უნდა შეიცავდეს განმცხადებლის სახელსა და გვარს, მისამართს, მოთხოვნას ნიშნის რეგისტრაციის შესახებ. თუ ნიშანი მოიცავს გამოსახულებას, ანუ არის კომბინირებული, მაშინ ეს გამოსახულებაც უნდა დაერთოს  განცხადებას. განაცხადში უნდა იყოს წარმოდგენილი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც  რეგისტრაციაა საჭირო. ყოველივე ამის შემდეგ, განაცხადს უდგინდება პრიორიტეტი. არსებობს საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტი.

დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაში 10 სამუშაო დღეში გაიცემა მოწმობა. განცხადებას უტარდება ფორმალური  მოთხოვნების ექსპერტიზა -  რამდენად სწორად არის გაფორმებული  და რამდენად შეესაბამება იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ტარდება ასევე არსობრივი ექსპერტიზაც. ამ სტადიაზე უკვე მოწმდება, ხომ არ არსებობს ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ეს საფუძვლები იყოფა აბსოლუტურ და შედარებით საფუძვლებად. აბსოლუტური საფუძველის დროს არ შეიძლება ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, რომელიც არის აღწერითი და არა  განმასხვავებელუნარიანი.


განმცხადებლს აქვს შესაძლებლობა კონსულტაცია გაიარონ საქპატენტში, ჩვენ განვუმარტავთ კანონის ნორმებს, თუ როგორი სასაქონლე ნიშნები არ შეიძლება დარეგისტრირდეს.

იმისთვის,რომ თავიდან ავიცილოთ დავები, ჯერ უნდა მოხდეს საქპატენტში სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება. რის შემდეგაც, წარმოიშობა განსაკუთრებული უფლება. ეს უფლება ნეგატიური უფლებაა, რაც ნიშნავს იმას,რომ შესაძლებლობა გვაქვს ავუკრძალოთ სხვებს მსგავსი ან იდენტური ლოგოს გამოყონება, რათა არ მოხდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. იმ შემთხვევაში,თუ ვინმემ გამოიყენა კონკრეტული ნიშანი, გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ შეწყვიტოს დამრღვევმა ქმედება ან მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, ერთჯერადი კომპენსაცია, მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა ან სასაქონლო ნიშნის ამოღება და განადგურება. იმისთვის,რომ ამ უფლებით ისარგებლოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია დაარეგისტრიროთ თქვენი სასაქონლე ნიშანი.

სასაქონლე ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით, თუმცა განმცხადებელს შეუძლია,რომ ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების საფასური გადაიხადოს ჯერადობის შეუზღუდავად.

რაც შეეხება, მომსახურების ფასებს, სტანდარტული წესით რეგისტრაცია 420$-ია ექვივალენტი ლარში, ამ თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, თითოეული ეტაპისთვის ცალ-ცალკე საფასურია გათვალისწინებული. დაჩქარებულის შემთხვევაში 840$-ია ექვივალენტი ლარში,“ - ამბობს თამუნა ჯაფარიძე.

 






რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up