რომან გოცირიძე: „ინტელექტბანკის“ აქციონერებს მისამართი შეეშალათ, მათ კარგად იციან, ვის მიმართ უნდა გამოთქვან პრეტენზიები“

რომან გოცირიძე: „ინტელექტბანკის“ აქციონერებს მისამართი შეეშალათ, მათ კარგად იციან, ვის მიმართ უნდა გამოთქვან პრეტენზიები“

access_time2019-03-15 17:30:12

„მისამართი შეეშალათ. კარგად იციან, ვის მიმართ უნდა გამოთქვან პრეტენზიები. ამ გზით ვერაფერს მიაღწევენ, ამ პროკურატურის პირობებშიც კი,“ - ასე აფასებს რომან გოცირიძე “ინტელექტბანკის“ აქციონერების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

„ინტელექტბანკის“ აქციონერები აცხადებენ, რომ ლადო გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს რომან გოცირიძე უწყობდა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ „ინტელექტბანკი“ მისმა მთავარმა აქციონერმა კახა გიუაშვილმა გააკოტრა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მთელი ფული მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე გადაქაჩა.

 


ბანკის დირექტორებმა აღიარეს, რომ აწარმოებდნენ ორმაგ ბუღალტერიას და ეროვნულ ბანკს აწვდიდნენ ყალბ ბალანსებს 25 მილიონიანი გარღვევის დასამალად. ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა სასწრაფო რეაგირება მას შემდეგ, რაც ზედამხედველობამ, გეგმიური შემოწმებისას, აღმოაჩინა ეს აფიორა. 35 ათასი ფიზიკური და იურიდიული პირი გადაურჩა თანხების დაკარგვას და ქვეყნის საფინანსო სისტემა სერიოზულ რყევებს.

 

დამნაშავეებმა ყველაფერი აღიარეს. რაც შეეხება წვრილი აქციონერების პრეტენზიებს (ხანდახან გააქტიურდებიან ხოლმე), მათ პასუხი უნდა მოსთხოვონ იმ მსხვილ, საკონტროლო პაკეტის მქონე აქციონერს, რომელმაც, როგორც მეანაბრეების, ასევე სხვა აქციონერების ფული საკუთარ უამრავ კომპანიაში გადაქაჩა და ბანკი ნულზე დატოვა,“ - აცხადებს, რომან გოცირიძე

 

 

 

ბაჩო ადამია





აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up