ინოვაციური სამედიცინო სერვისები - თიბისი დაზღვევა Redmed- ის პირველი პარტნიორია

ინოვაციური სამედიცინო სერვისები - თიბისი დაზღვევა Redmed- ის პირველი პარტნიორია

access_time2019-12-11 15:59:05

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად მუშაობს მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.REDMED ადგილობრივ ბაზარზე 1 თვის წინ - „ექიმი შენთან" - ამ მესიჯით გამოჩნდა. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში - აპლიკაციით გამოიძახოს ექიმი სახლში, ასევე მიიღოს სატელეფონო ან ვიდეო რჩევა.


REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას, ასევე სხვა პაციენტების შეფასებებსა და კომენტარებს. თითოეულ ექიმს თავისი რეიტინგი აქვს, რომელიც ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება.


ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით - https://redmed.ge/download, ასევე ვებ-გვერდით - https://redmed.ge



აქამდე, თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურების მიღებაც შესაძლებელია.


ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სარგებლობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ თიბისი დაზღვევაში ინვოისს წარადგენს, რის საფუძველზეც თანხა ანაზღაურდება. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება ნაწილობრივი გადახდით ისარგებლოს - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენ ნაწილს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.


მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.


შეგახსენებთ, რომ ბი ბოტი პირველი სადაზღვევო ჩეთბოტია, რომელიც თიბისი დაზღვევამ 2017 წელს შექმნა. აქამდე ბი ბოტის დახმარებით მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა კი ჯანმრთელობის დაზღვევის მოხმარებლებს შეუძლიათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება ბი ბოტით ულიმიტოთ, 3 დღის ვადაში მიიღონ.


(R)




სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
access_time2020-08-07 10:00:11
ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.    ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს...

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული
access_time2020-08-07 11:10:23
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას...


მსგავსი სიახლეები

up