ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“-ის განცხადება

ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“-ის განცხადება

access_time2019-07-31 13:43:33

ბოლო პერიოდის სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინოვაციურმა კორპორაციამ „GM Pharma-მ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხით ისარგებლა.
ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma” ქართული და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციური საერთაშორისო კომპანაა, რომელიც საქართველოში და დასავლეთ ევროპაში მედიკამენტებს აწარმოებს.


რადგანაც არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ სახით, 2015 წელს „GM Pharma“-მ გადაწყვიტა წარმოება გაეფართოვებინა და ამ მიზნით დამატებითი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის საერთო ოდენობა 14 მილიონამდე დოლარი იყო. 10 მილიონამდე დოლარი „GM Pharma“-მა საკუთარი ინვესტიცია გააკეთა, ხოლო სესხად აღებული იქნა 3 768 000 დოლარი.


სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანიამ 3 768 000 დოლარიანი საბანკო სესხი მოიზიდა 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით.


შეღავათიან პერიოდში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ მხოლოდ 472 605 USD შეადგინა. ეს ხელშეწყობა ჩვენთვის ფსიქოლოგიური მოტივატორი იქცა, რათა აღნიშნული ინვესტირება საქართველოში გაკეთებულიყო და არა საზღვარეთ.


ინვესტიციის ძირითადი თანხა ახალ ავტომატური ინოვაციური სამრეწველო ხაზების შესაძენად დაიხარჯა. ინვესტიციების 18% დამატებითი ღირებულების სახით სახელმწიფოს ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა. ამ თანხამ დაახლოებით 2 500 000 დოლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე სახელმწიფოსგან მიღებული ირიბი მხარდაჭერა.



აპარატურითა და წარმოების ხაზის გაზრდით ინოვაციური კორპორაცია „GM Phamra”-ს ექსპორტი საქართველოდან 2015 წლის შემდეგ 64%-ით გაიზარდა და 20 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რითაც „GM Pharma“-ს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.


მხოლოდ გასულ წელს „PSP ჯგუფმა“, რომელშიც 6000 ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ამ თანხიდან „GM Pharma“-ს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა 8 მილიონი ლარია. PSP ჯგუფის მიერ გადახდილი თანხა ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.


რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან ეს შეთავაზება, შესაძლებელია ეს ინვესტიცია საქართველოშის ნაცვლად საზღვარგარეთ განხორციელებულიყო. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი პატარაა, რის გამოც ის შედარებით ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ფარმაცევტული საქმიანობისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია დიდი ქვეყნები.


სახელმწიფოსთან ერთად დაგეგმილი და განხორციელებული ეს წარმატებული პროექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია.


ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“ კვლავ აპირებს 100 მილიონიანი დოლარის ინვესტიციის პროექტების განხორციელებას, თუმცა ცალკეული ბანკების მხრიდან ხელისუფლების შეწყობით გრძელდება კონკურენციის შეზღუდვა, არაპროფილური აქტივების ფლობის მეშვეობით. განიხილება ინვესტიციის სხვა ქვეყნებში განხორციელება, თუ არ მოხდება მყისიერად კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექნმა-აღდგენა.


დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა კორპორაციამ მიიღო “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ხელშეწყობა და 10-ჯერ მეტი უკვე დაუბრუნა სახელმწიფოს, არის მცდელობა ჩვენი კორპორაციისა და მისი დამფუძნებლების იმიჯის შელახვისა. ესაა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ამ კამპანიას ჰყავს თავისი დამკვეთები და შემსრულებლები.


PSP ჯგუფის წევრ კომპანიებზე იერიშები საეჭვოდ ემთხვევა პერიოდებს, როდესაც ჯგუფის დამფუძნებელი აკრიტიკებს საბანკო სფეროს და პირდაპირ ადანაშაულებს მას ბიზნესის და მოსახლეობის გაკოტრებაში, რისი ერთ-ერთი შედეგიცაა ლარის დევალვაცია.


(R)



თეგები:
პეესპე



სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...


მსგავსი სიახლეები

up